ბერიძის ეფექტური საგოლე პასი - გამარჯვება უშუალო კონკურენტთან
Aa
Aa

ბერიძის ეფექტური საგოლე პასი - გამარჯვება უშუალო კონკურენტთან

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-9 ტურში ''ტრენჩინმა'' შინ 3:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ''რუჟომბეროკი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ბერიძე მოხვდა. 

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, 12 მაისს 21 წლის გახდა და ქომაგებს თავი ეფექტური საგოლე პასით დაამახსოვრა.

73-ე წუთზე გიორგი ბერიძემ საგოლე პასი ქუსლით შეასრულა, მისმა თანაგუნდელმა კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში ბერიძემ 25 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ბერიძის საგოლე გადაცემა

 

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის საუკეთესო ექვსეულში ''ტრენჩინი'' 48 ქულით მე-5 ადგილზეა, მე-6 პოზიციას კი ''რუჟომბეროკი'' 40 ქულით იკავებს. შემდეგ ტურში ''ტრენჩინი'' ტრნავას ''სპარტაკს'' ესტუმრება, რომელმაც ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები