''ვიტესმა'' 7:3 მოიგო - კაშია ფლეი-ოფის ფინალშია
Aa
Aa

''ვიტესმა'' 7:3 მოიგო - კაშია ფლეი-ოფის ფინალშია

ჰოლანდიაში არნემის ''ვიტესმა'' ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდთა შორის გადათამაშების პირველ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 7:3 დაამარცხა ''დენ ჰააგი.''  პირველ შეხვედრაში ''ვიტესმა'' სტუმრად 5:2 გაანადგურა მეტოქე, ხოლო საკუთარ მოედანზე 2:1 გაიმარჯვა. ორივე მატჩი ''ვიტესის'' ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ სრულად ჩაატარა.

გადათამაშების შემდეგ ეტაპზე ფლეი-ოფის ფინალში ''ვიტესი''  ''უტრეხტს''  შეხვდება.

შეგახსენებთ, 2016-17 წლების სეზონში არნემის ''ვიტესმა'' ჰოლანდიის თასი მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე პირდაპირ მოხვდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

30 წლის გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში ''ვიტესის'' მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში ფლეი-ოფის ჩათვლით 34 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 3 ყვითელი ბარათი მიიღო. გარდა ამისა კარიერაში პირველად ითამაშა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ექვსივე შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა. ''ვიტესმა'' ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

რაც შეეხება ჰოლანდიის სუპერთასს, არნემული გუნდი სუპერთასზე ჩემპიონ ''ფეიენორდთან'' პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები