Aa
Aa

2 გოლი და 5 საგოლე პასი - ბეგლარიშვილის საოცარი შედეგიანობა

 ესტონეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ტალინის ''ფლორამ'' სტუმრად 8:1 გაანადგურა აუტსაიდერი ''პიარნუ.'' გამარჯვებულთა ქართველმა ფეხბურთელმა ზაქარია ბეგლარიშვილმა 5 საგოლე პასი შეასრულა და 2 გოლი გაიტანა. ბრწყინვალედ ჩატარებულ შეხვედრაში 28 წლის ნახევარმცველმა პირველ, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე გოლებზე საგოლე პასები შეასრულა, ხოლო მეორე და მეშვიდე გოლები თავად გაიტანა.

ზაქარიამ, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ''პიარნუს'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში ბეგლარიშვილმა 13 მატჩში 12  გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

10-გუნდიან საფეხბურთო ლიგაში 13 ტურის შემდეგ ''ფლორა'' 29 ქულით მესამე ადგილზეა. ''ფლორა'' 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''ლევადიას,'' ხოლო მეორეადგილოსან ''კალიუსთან'' 2 ქულაა სხვაობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები