მატჩის უცნაური სცენარი სამოყვარულო ლიგაში - 7-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრა
Aa
Aa

მატჩის უცნაური სცენარი სამოყვარულო ლიგაში - 7-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოიფხვრა

გერმანიის სამოყვარულო ლიგა კრეისლიგა A-ში ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა. ''შიონებეკისა'' და ''ტურა 86 ესენის'' შეხვედრის პირველი ტაიმი მასპინძლებმა 7:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ''ტურა 86 ესენის'' ფეხბურთელმა მურატ კეკეჩმა ხუთი გოლი გაიტანა და ანგარიში 7:5 გახდა. სტუმართა ფეხბურთელებმა მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მატჩი ფრედ 7:7 დასრულდა.

''შესვენებისას 7-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელი იყო. როცა მეორე ტაიმში 47-ე წუთზე 1 გოლი გავიტანეთ, გადავხედეთ ერთმანეთს და ვთქვი,რომ მხოლოდ 6 დაგვრჩა გასატანი და გამეცინა, თუმცა როცა კეკეჩმა ხუთი გოლი გაიტანა, ეს იყო ნამდვილი საოცრება და მისმა გოლებმა გუნდი ფსიქოლოგიურად გააძლიერა. სამწუხაროდ მხოლოდ 1 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ეს იყო დაუჯერებელი რამ, 7-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოხვრა ხშირად ძალიან არარეალურია'' - ამბობს ''ტურა 86 ესენის'' სპორტული დირექტორი ტიმო კიოპკე.

fussball.de აღნიშნულ მატჩზე წერს და რობერტ ლოვანდოვსკის მიერ გატანილ ხუთ გოლს იხსენებს. 2015 წლის 22 სექტემბერს პოლონელმა ფორვარდმა ''ვოლფსბურგს'' 9 წუთში ხუთი გოლი გაუტანა. სტატიის ავტორი ასევე იხსენებს 2017 წლის 25 ნოემბერის შეხვედრას, როცა ''შალკესა'' და ''დოტმუნდის'' მატჩის პირველი ტაიმი ''დორტმუნდის'' გამარჯვებით 4:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასკვნით ნახევარ საათში გელზენკირხენულმა გუნდმა 4 გოლი შეაგდო და ქულა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები