''კლუბთან სამუდამო კონტრაქტს არავინ აფორმებს'' - ''ჩემი შვილი კლოპს არ შეხვედრია''
Aa
Aa

''კლუბთან სამუდამო კონტრაქტს არავინ აფორმებს'' - ''ჩემი შვილი კლოპს არ შეხვედრია''

‘‘ლივერპული’’ ნაბილ ფეკირის გადაბირებითაა დაინტერესებული. მოთამაშე აღიარებს, რომ მას შეუძლია “ლიონის’’ დატოვებასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებს მიმართოს. Mirror-ის ცნობით ფეკირი უკვე შეხვდა იურგენ კლოპს.

‘’პრეზიდენტმა მითხრა მე, ისევე როგორც თითოეულ ჩემს თანაგუნდელს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კლუბის დატოვების შესახებ მასთან ვისაუბროთ, როცა წასვლის სურვილი გაგვიჩნდება. კლუბთან სამუდამო კონტრაქტს არავინ აფორმებს. “ლიონში’’ კიდევ ორ მატჩს ჩავატარებ და შემდეგ ვნახოთ. პრეზიდენტი მენდობა და “ლიონში’’ თავს კარგად ვგრძნობ. კლუბის დატოვების საკითხი მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული, რადგან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს'' - განაცხადა ფეხბურთელმა lequipe-თან საუბარში.

‘‘ლივერპული’’ ფილიპე კოუტინიოს შემცვლელად “ლიონის’’ შემტევს მოიაზრებს. კოუტინიომ მიმდინარე წლის იანვარში დატოვა “მერსისაიდული’’ კლუბი და კარიერა “ბარსელონაში’’ გააგრძელა.

Olympique-et-lyonnais.com-ს ნაბილ ფეკირის მამა მოჰამედი ესაუბრა: “ნაბილის “ლივერპულში’’ ტრანსფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სხვა შემთხვევაში კლუბის შეცვლის შესახებ აუცილებლად მეტყოდა,  რადგან ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩემი შვილი არასდროს შეხვედრია კლოპს. მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე ბავშვობის საოცნებო გუნდის მაისურით თამაშია და ეს კლუბი “ლიონია.’’

ამ თემაზე “ლიონის’’ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამაც გააკეთა კომენტარი. ოლას თქმით კლუბებს შორის მოლაპარაკება არ დაწყებულია: “არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. თუ ნაბილის ტრანსფერზე “ლივერპულთან’’ მოლაპარაკებას დავიწყებდით, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც ამის შესახებ შეიტყობდა. “ლივერპულს’’ ფეკირის თაობაზე არ მოუმართავს.’’

24 წლის ნაბილ ფეკირს პროფესიულ კარიერაში მხოლოდ ''ლიონის'' მაისურით უთამაშია. 2013 წლიდან ფრანგული კლუბის ძირითად გუნდში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 28 მატჩში 18 გოლი შეაგდო.  2015 წლიდან საფრანგეთის ეროვნულ გუნდში იწვევენ, რომლის მაისურით 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ზინედინ ზიდანი ფეკირის შესახებ: ''ნაბილი ფანტასტიური ფეხბურთელია. მისმა ტექნიკურმა შესაძლებლობებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები