პოლ ინსმა მანჩესტერული ისტორიები გაიხსენა
Aa
Aa

პოლ ინსმა მანჩესტერული ისტორიები გაიხსენა

„მანჩესტერის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა ალექს ფერგიუსონის ისტორიები გაიხსენა და ყურადღება განსაკუთრებით იმ მომენტზე გაამახვილა, როდესაც ფერგიმ მისი ქედმაღლობა რიგით მოთამაშეების დონემდე ჩამოიყვანა.

შოტლანდიელ სპეციალისტს რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც წარმატებით დასრულდა და ჟოზე მოურინიოს გაცხადებით მას გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. ინსმა “Paddy Power“-ის ერთ-ერთ სტატიაში ალექსს პატივი მიაგო და „ოლდ ტრაფორდის“ ისტორიები გაიხსენა.

„დიდი ხნის მანძილზე სერ ალექსი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. „იუნაიტედში“ პატარა ასაკში გადმოვედი და მან საკუთარი შვილივით მიმიღო“.

„ჩემს ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამაა, რის გამოც მისთვის მადლობის გადახდა მსურს. ფერგიმ ჩემთან ბევრი დრო გაატარა და ყოველდღე ცდილობდა ის გზა დაენახებინა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამომაყალიბებდა“.

ინსმა ასევე ის დრო გაიხსენა, როდესაც ფერგიმ “ცაში ასული“ ნახევარმცველი „ მოკვდავთა მიწაზე“ დააბრუნა.

„ალექსთან გატარებული პერიოდის ყველა დეტალი იდეალურად მახსოვს. იყო ცუდი და კარგი მომენტები. მანჩესტერში ჩვენ ბევრი ტურნირი მოვიგეთ, თუმცა ფერგიუსონის საყვედურების და კრიტიკის დავიწყებაც შეუძლებელია.

„განსაკუთრებით კარგად ერთი მომენტი მახსოვს, ტიტულისთვის მებრძოლ „ნორვიჩს“ ვეთამაშებოდით, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე და დამაჯერებლად 3-0 მოვიგეთ. მატჩის შემდეგ გუნდთან ერთად გამარჯვებას აღვნიშნავდი, როდესაც გაცეცხლებული ფერგი დავინახე. რამდენჯერმე ვკითხე: უფროსო, რა გჭირს? ჩვენ ხომ გავიმარჯვეთ... მან კი გაბრაზებულმა დამიყვირა! „პოლ! შენ თავი მარადონა ხომ არ გგონია??? როდესაც ბურთს მიიღებ დრიბლინგის ნაცვლად გადაცემა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებს გაუკეთე“!!!

„ორი კვირა არ ვლაპარაკობდით. ერთმანეთს არც ვესალმებოდით და დამშვიდობებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ურთიერთობა ჩოგბურთის მატჩის დროს გამოსწორდა, როდესაც ფერგიმ ჩემი დარტყმა არაზუსტად ჩათვალა, არადა ბურთი აშკარად არ გადასულა. შემდეგ კი მითხრა:“ ინსი, უფროსი არასდროს არ გააბრაზო!“. ყველამ სიცილი დაიწყო და მაშინ მივხვდი, რომ ფერგიმ დაშვებული შეცდომები მაპატია. ალექსი უბრალოდ ცდილობდა ესწავლებინა, რომ ფეხბურთელს საკუთარო ეგო გუნდზე წინ არასდროს უნდა დაეყენებინა“.

„ფერგი ჩვენზე შვილებივით ზრუნავდა. ჩვენ მისი ოჯახის წევრები ვიყავით. მახსოვს, პირველ ვარჯიშზე მკითხა მეგობარი გოგონა მყავდა თუ არა. როდესაც დადებითი პასუხი მიიღო გაბედნიერდა.... ალექსს ჩვენთვის ყველაფერი საუკეთესო სურდა და მუდამ პატივს გვცემდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები