''700-დან 200 ლარს ფედერაციაში ვაბრუნებდი'' - მორიგი ბრალდება ქევხიშვილს
Aa
Aa

''700-დან 200 ლარს ფედერაციაში ვაბრუნებდი'' - მორიგი ბრალდება ქევხიშვილს

ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა  გადაცემაში ''აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად'' სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით ხელფასის სახით 700 ლარს იღებდა, თუმცა 200 ლარს ფედერაციაში აბრუნებდა. ციგრიაშვილის თქმით მან არ იცის რეალურად სად მიდიოდა ეს თანხა.

''ცუდია რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი, თუმცა სიმართლეს შეესაბამება. ჩემს პირად ანგარიშზე ხელფასის სახით 700 ლარი ირიცხებოდა და 700-დან 200 ლარი მიმქონდა ფედერაციაში, სადაც იჯდა ქალბატონი და მას ვაბარებდი. ფედერაციაში მეუბნებოდნენ, რომ ეს ფული მწვრთნელებზე უნდა გადანაწილებულიყო, მაგრამ არ ვიცი რეალურად სად მიდიოდა. მე ვერ გეტყვით რეალურად რა მიმართულებით მიდიოდა თანხა, მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტია რომ ასეთი რამ ხდება ძიუდოს ოჯახში. სხვა მწვრთნელებსაც უწევდათ თანხის დაბრუნება, მათ შორის იმ მწვრთნელებს, რომელთა ხელში თაობებმა გამოიარეს და ერთ-ერთი მათგანი იყო დავით ქევხიშვილი. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ'' - აღნიშნა ციგრიაშვილმა.

შეგახსენებთ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს კონკრეტული ბრალდებები წაუყენეს. იხილეთ აქ: 

ძიუდოისტთა ბრალდებები ფედერაციის პრეზიდენტს - ლიპარტელიანი განცხადებას ავრცელებს

ცხელი ამბები