Aa
Aa

"AHL"-ის ყველაზე გრძელი მატჩი და ალექს ლაიონის სასწაული

გამთენიისას ამერიკულ ჰოკეის ლიგაში საოცარი შეხვედრა გაიმართა. ფლეი-ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს „შარლოტ ჩექერსი“ და „ლიჰაი ველი ფანტომსი“ დაუპირისპირდნენ. სერიის მეოთხე მატჩი შარლოტაში გაიმართა და “AHL-ის ისტორიაში ყველაზე გრძელი შეხვედრის სტატუსით შევიდა. გამარჯვებულის გამოსავლენად 5 ოვერტაიმი გახდა საჭირო და მთლიანობაში ძირითადი 60 წუთის გარდა ჰოკეისტებმა მოედანზე დამათებით 86 წუთი გაატარეს.

მეხუთე ოვერტაიმში გამარჯვების გოლი ალექს კრუშელნისკიმ გაიტანა და „ფანტომსი“ სერიაში 3-1 დააწინაურა.

მატჩის გმირი უდავოდ „ლიჰაის“ მეკარე ალექს ლაიონი გახდა. 25 წლის კიპერმა 94! დარტყმა მოიგერია და მეტოქეს მხოლოდ 1 გოლის გატანის საშუალება მისცა. ალექსმა „ფანტომსის“ რეკორდი დაამყარა მაგრამ “AHL“-ის ყველა დროის რეკორდამდე 4 სეივი დააკლდა. „შარლოტას“ გოლკიპერმა, ალექს ნედელკოვიჩმა 55 დარტყმიდან 53 მოიგერია.

საბედნიეროდ მეხუთე შეხვედრა შაბათს გაიმართება და მოთამაშეებს კუთნილი დასვენების საშუალება მიეცემათ.

ცხელი ამბები