იბარბო ტრავმირებულია
Aa
Aa

იბარბო ტრავმირებულია

როგორც „რომას“ ოფიციალური საიტი იუწყება, „კალიარიდან“ ახლად შეძენილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ იბარბმა ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება. 24 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა დაუდგინეს და იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლუმბიელ ფეხბურთელს მინიმუმ 5 კვირა გაუცდება.

იბარბომ რომელთა რიგებში სადებიუტო შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო. კოლუმბიელი მოედანზე „ფიორენტინასთან“, იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩის მიმდინარეობისას გამოჩნდა, თუმცა მაყურებელს თავი ვერაფრიდ დაამახსოვრა.

 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი, „რომამ“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის მიწურულს „კალიარიდან“ იჯარის წესით დაიმატა. სურვილის შემთხვევაში კი სეზონის ბოლოს თავდამსხმელის გამოსყიდვა 12.5 მილიონი ევროდ შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები