პარიზში დაბრუნებამდე - ბრაზილიაში ნეიმარი
Aa
Aa

პარიზში დაბრუნებამდე - ბრაზილიაში ნეიმარი "რეალის" წარმომადგენლებს შეხვდა!

მადრიდის „რეალმა“ სატრანსფერო სამიზნეებისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო.

გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ ფლორენტინო პერესმა მოლაპარაკებები პირველ რიგში ნეიმართან დაიწყო.

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდს რიო დე ჟანეიროში გადიოდა და პარიზში ახლახანს დაბრუნდა.

ესპანური AS-ის ცნობით, „რეალის“ წარმომადგენლები ბრაზილიაში იმყოფებოდნენ და ნეიმარსაც შეხვდნენ.

ხსენებული ინფორმაცია საკმაოდ ადვილად გავრცელდა და მისი უარყოფა არცერთ მხარეს არ უცდია.

როგორც წყარო წერს, მადრიდელები მზად არიან, რომ ნეიმარის სანაცვლოდ პარიზელებს 260 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ცნობილია, რომ „პსჟ“-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი თავისი გუნდის ლიდერის გაყიდვის სასტიკი წინააღმდეგია, თუმცა როდესაც საქმე ნეიმარს ეხება, წინასწარ რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია.

პარიზულ გუნდს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ბევრი რამ სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული.

ევროპულ პრესაში მიიჩნევენ, რომ ნეიმარის ტრანსფერის შესახებ საუბრები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ათიანი „პსჟ“-მ „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა და მისი წლიური ანაზღაურება 35 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები