დიაზი VS სენ-პიერი??? მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია!
Aa
Aa

დიაზი VS სენ-პიერი??? მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია!

დანა უაითის მიხედვით "UFC"-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შესაძლოა "UFC 227"-ის ფარგლებში ვიხილოთ.

“UFC“-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ დიაზისა და სენ-პიერის ჩხუბის შესახებ მოლაპარაკებები დაწყებულია და თუ ყველაფერი კარგად დასრულდება მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება.

დიაზი ოქტაგონზე 2016 წლის შემდეგ არ გამოსულა, თუმცა კონორ მაკგრეგორთან გამართული შესანიშნავი შეხვედრების შემდეგ მაყურებელთა გული მოიგო. რაც შეეხება ჟორჟ სენ-პიერის იგი “UFC“-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი მებრძოლია და თავისი სტატუსი ნოემბერში კიდევ ერთხელ დაამტკიცა! ჟორჟი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა, მაიკლს ბისპინგი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში გახდა.

დიაზმა დაბრუნების სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა და პირველივე ორთაბრძოლაში მსოფლიო ჩემპიონი მოითხოვა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ნეიტის სურვილი დაკმაყოფილდება და იგი ოქტაგონზე გულშემატკივრების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მებრძოლს,  ჟორჟ სენ-პიერს დაუპირისპირდება.

უაითმა „UFC Unfiltered“-თან საუბრისას განაცხადა:“მე კონტრაქტი ორივე მებრძოლთან მაკავშირებს, ამიტომ მათთვის ოპონენტების შერჩვა მიწევს“.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ნეიტსა და სენ-პიერს შორის ვაწარმოებთ და თუ ყველაფერი წარმატებით დასრულდა მებრძოლები 4 აგვისტოს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჩხუბებენ“.

„ჩემს იდეალურ სამყაროში, სადაც ყველაფერი მშვენივრად სრულდება UFC 227-ზე დილაშოუ - გარბრანდტთან ერთად, სენ-პიერი - დიასის დაპირისპირებასაც ვიხილავთ".

აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერებმა დიაზი - სენ-პიერის მატჩზე ფსონების მიღება უკვე დაიწყეს და ჯერჯერობით ფავორიტად კანადელს ასახელებენ.

ცხელი ამბები