Aa
Aa

"იუვენტუსმა" იტალიის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

იტალიის თასის 2017-2018 წლების სეზონის გამარჯვებული ტურინის „იუვენტუსი“ გახდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში „მილანს“ 4:0 მოუგო.

მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, რასაც მეორე ტაიმში ბენატიას დუბლი, დუგლას კოშტას გოლი და ნიკოლა კალინიჩის ავტოგოლი მოჰყვა.

„ბებერი ქალბატონი“ „როსონერის“ ქვეყნის თასის ფინალში მეხუთედ შეხვდა და მეოთხედ დაამარცხა.

„იუვენტუსმა“ იტალიის თასი ზედიზედ მეოთხედ, საერთო ჯამში კი მე-13-ედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები