ფეხბურთელები, რომელთა შეძენა გუარდიოლას სურს - კატალონიელი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს
Aa
Aa

ფეხბურთელები, რომელთა შეძენა გუარდიოლას სურს - კატალონიელი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტიმ’’ ჩემპიონობა მოიპოვა. ტიტულის მოპოვების მიუხედავად გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ახალი ფეხბურთელების შეძენაზეა ორიენტირებული. ლეორი სანე და რაჰიმ სტერლინგი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ, კატალონიელი კი ახალ სეზონში გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს. ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი და ლეონ ბაილი “მან. სიტისთან’’ მოლაპარაკებას აწარმოებენ, ხოლო ჟელსონ მარტინსი, კრისტიან პულიშიჩი და ჯასტინ კლუივერტი “ქალაქელთა’’ სამიზნეში არიან.Sportsmail-ი ''სიტის'' შესაძლო ახალწვეულებზე სტატიას აქვეყნებს.

 ლეონ ბაილი (ლევერკუზენის ბაიერი)

20 წლის იამაიკელი მიმდინარე სეზონში რამდენიმე შესანიშნავი გოლით ლევერკუზენულ გუნდს დაეხმარა. “ფარმაცევტთა’’ მიზანს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში წარმოადგენდა. ბუნდესლიგის დასრულებამდე 1 ტური რჩება, ბაილის შეძენით კი “არსენალი,’’ “ლივერპული,’’ “ჩელსი’’ და “მანჩესტერ იუნაიტედი’’ ინტერესდებიან.

 

რიად მაჰრეზი (ლესტერი)

გასულ იანვარში მაჰრეზის “მანჩესტერ სიტიში’’ გადასვლის ალბათობა არ იყო მცირე, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა ან შესაძლოა ნახევარი სეზონით გადაიდო და ფეხბურთელმა ახალი სეზონი გუარდიოლას გუნდში დაიწყოს. სავარაუდო სატრანსფერო თანხა 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. “მელიებს’’ სურთ მაჰრეზის ტრანსფერის შემთხვევაში მისი შემცვლელი შეიძინონ. ალჟირელით “არსენალი’’ და “ჩელსიც’’ ინტერესდებიან.

 

ჯასტინ კლუივერტი (აიაქსი)

“ნიუკასლისა’’ და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შვილი ევროპაში ერთ-ერთი პერსპექტიული ფლანგელია. მისმა თამაშმა დიდი შთაბეჭდილება ჟოზე მოურინიოსა და ერნესტო ვალვერდეზე მოახდინა. კლუივერტის შეძენით ასევე დაინტერესებულია “მანჩესტერ იუნაიტედი,’’ თუმცა ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ კლუივერტის ტრანსფერზე მინო რაიოლა მუშაობს, რომელსაც პეპ გუარდიოლასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. შესაძლოა ამ ფაქტორი კლუივერტის “ქალაქელებში’’ ტრანსფერს ხელი შეუშალოს.

 

კრისტიან პულიშიჩი (დორტმუნდის ბორუსია)

მას ორ წელში დორტმუნდულ გუნდთან კონტრაქტი დაუსრულდება. პულიშიჩი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. აშშ-ის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს შეუძლია ორივე ფრთაზე თამაში. გარდა ამისა მას ფლეიმეიქერის თვისებებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში “დორტმუნდმა’’ წარუმატებელი მატჩები ჩაატარა, პულიშიჩმა შთამბეჭდავად ითამაშა.

 

ჟელსონ მარტინში (ლისაბონის ''ბენფიკა'')

22 წლის პორტუგალიელს საოცარი სისწრაფე აქვს. მისი შეძენით პრემიერლიგის კლუბები ინტერესდებიან. “ტოტენჰემი,’’ “ჩელსი’’ და “ლივერპული’’ კლასიკური სტილის გარემარბის შესაძენად იბრძვიან. “მან. სიტიმ’’ შესაძლოა მოითხოვოს, რომ ჟელსონმა კიდევ უფრო დახვეწოს საფეხბურთო უნარები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ჟელსონი ნამდვილი ტალანტია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 10 გოლი შეაგდო.

 

ედენ აზარი ( ჩელსი)

მოსალოდნელია, რომ “სამეფო კლუბი’’ დაიწყებს ედენ აზარის გადაბირებისთვის ბრძოლას. “არისტოკრატებისთვის’’ შესაძლოა არასწორი ნაბიჯი გამოდგეს აზარის პრემიერლიგის გუნდში გაყიდვა. თუ “ჩელსი’’ აზარს ''მანჩესტერ სიტიში'' არ გაუშვებს, გუარდიოლა კილიან მბაპეს ტრანსფერზე იზრუნებს.  19 წლის ტალანტი მიმდინარე სეზონში “მონაკომ’’ პსჟ-ში გაანათხოვრა. მბაპეს შეუძლია როგორც ცენტრფორვარდის ასევე გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები