Aa
Aa

„პრემიერ ლიგის ჩემპიონი 2017-18“ - მოულოდნელი სიურპრიზი „ქალაქელებს“

ინგლისის პრემიერ ლიგის თასის მოგების შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ კლუბის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს სიურპრიზი გაუკეთა. მსოფლიოს 3 კონტინენტზე, 25 სხვადასხვა ქალაქში მოულოდნელად „სიტის“ ფეხბურთელების პროექციები ჩაირთო, რომლებზეც მოთამაშეთა ფოტოები და წარწერა - „პრემიერ ლიგის ჩემპიონი 2017-18“.

კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, პროექციები იმ ქალაქებში მოეწყო, სადაც კლუბის წევრები დაიბადნენ და როგორც ფეხბურთელებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს. არჩეულ ქალაქებს შორის „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გუარდიოლას დაბადების ადგილიც, კატალონიის ქალაქი, სანპედორიც მოხვდა.

პროექციების ლოკაციებმა სან პაოლოს ფაველებიც კი მოიცვა, სადაც ფეხბურთის თამაში  გაბრიელ ჟეზუშმა ისწავლა. ასევე გრან კანარიას სანაპირო, სადაც ახალგაზრდა დავიდ სილვა ვარჯიშობდა და ბელგიური კლუბ „გენტის“ ბაზაც, რომელიც კევინ დე ბრუინის პირველი საშინაო მოედანი იყო.

„მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო 7 სეზონში პრემიერ ლიგა მესამედ მოიგო, საერთო ჯამში კი ინგლისის ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა. „ქალაქელებმა“ ეს ტიტული 1937; 1968; 2012; 2014 და 2018 წლებში მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები