ჰეი დამარცხებულია! ბელიუ ფიური ან უორდისთვის ემზადება!
Aa
Aa

ჰეი დამარცხებულია! ბელიუ ფიური ან უორდისთვის ემზადება!

ტონი ბელიუმ ჰეი გაანადგურა! მომავალი მეტოქე ფიური ან უორდი იქნება

ლონდონში, O2-ის არენაზე ტონი ბელიუმ მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დევიდ ჰეი დაამარცხა და ბოლო 14 თვის მანძილზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ტონიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და სავარაუდო მეტოქეებად ისეთი ცნობილი მოკრივეები დაასახელა, როგორებიც ტაისონ ფიური და ანდრე უორდი არიან.

 

 

უორდის დამარცხება არ გამიჭირდება

„უორდს ბრძოლა სურს და ფიქრობს, რომ ადვილად დამამარცხებს. რეალურად კი ყველაფერი სხვანაირად მოხდება და მე მას ნოკაუტში მატჩის დასაწყისშივე ჩავაგდებ. ბევრი თქვენგანი ახლა იცინის, მაგრამ მე ანდრე უორდს რინგზე აუცილებლად გავანადგურებ. მე მისი ყოფილი მეტოქეებისგან განსხვავებული ჩხუბის სტილი მაქვს და მათზე ბევრად ნიჭიერიც ვარ“.

„უორდს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იგი ჩემნაირ მოკრივეს ჯერ არ შეხვედრია. ანდრე 20 წლით ახალგაზრდა ბერნარდ ჰოპკინსია, თუმცა მის დასამარცხებლად გზას აუცილებლად გამოვნახავ“.

„იგივე მოხდება, რაც ჰეისთან მოხდა. მე მას ნოკაუტში ჩავაგდებ, თუმცა კრივის ისტორიაში იგი ჩემზე დიდი კვალს დატოვებს“.

შგახსენებთ, რომ ამერიკელმა კარიერა 34 წლის ასაკში დაუმარცხებელი მოკრივის სტატუსით დაასრულა - 32 მოგება, 0 წაგება.

ბელიუს პრომოუტერმა, ედი ჰირნმა მოკრივის ინფორმაციის სიზუსტე დაამტკიცა და აღნიშნა, რომ უორდს ტონისთან ბრძოლა ნამდვილად სურს.

ფიურის ძლიერი დარტყმა სულაც არ აქვს

ბელიუმ განაცხადა, რომ მისმა 30-ე გამარჯვებამაც ვერ გადაფარა ის ემოციები, რომლებიც მას „გუდისონ პარკზე“ 2016 წელს მოგებული “WBC“-ის ტიტულის შემდეგ ჰქონდა. სწორედ ამიტომ ედი ჰერნს ისეთი მოწინააღმდეგის შერჩევა მოუწევს, რომელთანაც ლივერპულელს მოტივაცია კვლავ დაუბრუნდება.

“WBA”,”IBF”, “WBO“-ის ჩემპიონი ენტონი ჯოშუა და “WBC”-ის ქამრის მფლობელი დეონტეი უაილდერი თავიდანვე გამოირიცხა. თუმცა სავარაუდო ოპონენტებს შორის საკმაოდ ცნობილი მოკრივეები განიხილებიან.

„ტაისონ ფიური ღირსეული ოპონენტი იქნებოდა. მას ნოკაუტში სიამოვნებით ჩავაგდებდი. არ ვამბობ რომ 2015 წელს დიუსელდორფში ფიურის დავამარცხებდი მაგრამ კლიჩკოსთან მოგებული მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ სპორტში დრო ძალიან ბევრს ნიშნავს“.

„ფიურის ჯოშუას და ჰეის მსგავსი ძლიერი დარტყმა სულაც არ აქვს. იგი დიდი, მოუხელთებელი და სწრაფი მძიმეწონოსანი მოკრივეა და მასთან ბრძოლის გამართვა ნამდვილად საინტერესო იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ბელიუს პრომოუტერი, ედი ჰერნი სხვანაირად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ახლადდაბრუნებული ფიური გაცილებით სუსტ მოწინააღმდეგეს აირჩევს:“ თუ ბოლო 3-4 ჩხუბში ფიურის მეტოქეებს გადახედავთ ნახავთ, რომ ბელიუს დონის არცერთი მათგანი ყოფილა“.

მსაჯს ჰეის გადარჩენა ვთხოვე

ტონი ბელიუს სამომავლოდ რამდენიმე ვარიანტი აქვს. სამწუხაროდ იგივეს დევიდ ჰეიზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მსოფლიო ჩემპიონი კარიერის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა. ჟურნალისტებთან საუბრისას დევიდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მატჩის განმეორებით ნახვის შემდეგ მიიღებდა.

ბელიუმ აღნიშნა, რომ ჰეი მატჩისთვის არასწორად მოემზადა და იგი ცეცხლსასროლი იარაღით გასამართ დუელში დანით გამოცხადდა.

ტონიმ მესამე რაუნდში დევიდ ჰეი ნოკდაუნში ორჯერ ჩააგდო და თუ ლივერპულელს დავუჯერებთ მსაჯს ჰეის გადარჩენა და შეხვედრას შეჩერებაც თხოვა.

„მესამე რაუნდში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მივაყენე და ჰეი რინგზე დაეცა. ასეთი კომბინაცია თვით ვლადიმირ კლიჩკოსაც არ განუხორციელებია“.

„გამარჯვების შემდეგ პირველი, რაც დევიდმა მითხრა იყო ის, რომ მე ღირსეულად გავიმარჯე. მე კი მას კარიერის დასრულება ვურჩიე. რადგან კრივი ახალგაზრდა მებრძოლთა სპორტია“.

„კრივი 35 წელს გადაცილებულ მოკრივეებს არ სწყალობს. ჰეის აღარ აქვს ის, რაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა. ცუდად არ გამიგოთ, მის კარიერას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იგი საოცარი მოკრივეა და ისტორიაში ჩემზე დიდ კვალს დატოვებს“.

ყველაფერი ეშლის მივუძღვენი

ბელიუს ჰეისთან ბრძოლამ კარიერის ყველაზე მაღალი შემოსავალი მოუტანა. თუმცა ტონიმ, რომელიც კრივს „ცირკს“ უწოდებს, შეხვედრამდე საკმაოდ რთული პერიოდი გამოირა. აგვისტოში ტონიმ ცოლისძმა, ეშლი დაკარგა, რომელიც მექსიკაში დაიღუპა.

„საშინელი რვა თვე მქონდა, თუმცა კრივმა ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა და რინგზე გამოსვლა სწორედ მან გადამაწყევეტინა. განსაკუთრებით რთული სავარჯიშო პერიოდი აღმოჩნდა, დარბაზში ხშირად ემოციურად განადგურებული მივდიოდი, რაც ჩემს სათამაშო ფორმაზე სერიოზულ გავლენას ახდენდა”.

„ღამ-ღამობით ვტიროდი კიდეც. დღეს კი ჩემი გამარჯვება ეშლის მამასთან ერთად აღვნიშნე. დარწმუნებული ვარ ციდან ისიც მიყურებდა და ჩემი წარმატებით ტკბებოდა. იგი ლივერპულის გულშემატკივარია და დარწმუნებული ვარ ბედნიერი ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც იქნება“.

ცხელი ამბები