ალონსომ კარიერა შესაძლოა 2017 წელს დაასრულოს
Aa
Aa

ალონსომ კარიერა შესაძლოა 2017 წელს დაასრულოს

"მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მიანიშნა იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, დატოვოს ფორმულა 1 მიმდინარე კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ. ესპანელის ხელშეკრულება 2017 წლის ბოლოს იწურება. ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალონსო 2016 წელს კარიერაში პაუზის აღებას აპირებს.

მაგრამ, რუსეთის გრან-პრის დროს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბოლომდე გამოიმუშავებს ბრიტანულ გუნდთან კონტრაქტს. გასულ უქმეებზე გამართული ეტაპი 250-ე აღმოჩნდა ალონსოსთვის ფორმულა 1-ში.

"არ მგონია 300 გრან-პრის ნიშნულამდე მივაღწიო, - მოჰყავს ალონსოს სიტყვები Autosport-ს. - როცა 2001 წელს, ფორმულა 1-ში დებიუტი მქონდა, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ აქ ამდენი ხანი დავრჩებოდი".

ცხელი ამბები