Aa
Aa

ვარლამ ლიპარტელიანი: "ქევხიშვილს კითხვებზე პასუხები არ გააჩნია"

დღეს 12:00 საათზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა გულშემატკივრებთან ერთად ძიუდოს ფედერაციის ოფისთან აქცია გამართეს.

მოთხოვნა უცვლელია - ძიუდოისტები პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სცადეს, თუმცა ფედერაციის კარი დაკეტილი დახვდათ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „დავით ქევხიშვილთან ღიად სასაუბროდ კიდევ ერთხელ მოვედით. დღევანდელი აქცია რამდენიმე დღის წინ დაანონსებული გახლდათ, თუმცა როგორც ხედავთ მან, თავი კიდევ ერთხელ აარიდა.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ქევხიშვილს კითხვებზე პასუხები არ გააჩნია“.

ლიპარტელიანმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს 16:00 საათზე ისინი სპორტისა და კულტურის მინისტრს შეხვდებიან და არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოს ფედერაცია და პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა და გადადგომისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით, დავით ქევხიშვლმა განცხადება გააკეთა და ძიუდოისტთა სამწვრთნელო შტაბის სრულად გადადგომის შესახებ საზოგადოებას ამცნო.

ასევე იხილეთ''ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს'' - ზვიადაურმა ფედერაცია გააკრიტიკა

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი გადადგა!

'ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული'' - ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს

'ზვიადაურმა ქევხიშვილს რეკომენდაცია გაუწია და შეცდომის გამოსწორებას ცდილობს '' - ლიპარტელიანმა პრეზიდენტს უპასუხა

ცხელი ამბები