ფედერერის სენსაციური მარცხი
Aa
Aa

ფედერერის სენსაციური მარცხი

შანხაის "მასტერსის" მეორე წრე სენსაციით დაიწყო. მსოფლიოს 70-ე ჩოგანმა, ესპანელმა ალბერტ რამოსმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი. არადა, აქამდე ესპანელს TOP10-ის წევრებთან 15-დან 15 მატჩი ჰქონდა წაგებული, ჯამში კი ამ შეხვედრებში მხოლოდ ორი სეტი მოიგო.

ტურნირის მოქმედ ჩემპიონს რამოსის პირველივე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც უკეთ ესპანელი გამოიყურებოდა.

მეორე სეტში თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა - ფედერერმა მეხუთე და მეშვიდე გეიმებში აიღო ბრეიკები და გაათანაბრა ანგარიში. მაგრამ როჯერის წარმატება დროებითი აღმოჩნდა. რამოსმა ისევ გამოასწორა თამაში საკუთარ მოწოდებაზე, გადამწყვეტი ბრეიკი კი მერვე გეიმში შეასრულა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა - 7:6(4), 2:6, 6:3 ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ.

მომდევნო ეტაპზე ალბერტ რამოსის მეტოქე იქნება ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელმაც მეორე წრეში 6:3, 6:2 მოუგო ვიქტორ ესტრელია ბურგოსს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები