Aa
Aa

გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა - მსაჯობა კრიტიკას ვერ უძლებს

თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის ფინალურ შეხვედრაში ქართველი გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა თურქის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

გენო პეტრიაშვილმა, რომელიც 125 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ნახევარფინალში მოსალოდნელი გამარჯვება მოიპოვა. მან პოლონელი რობერტ ბარანი 10:0 დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თურქი ფალავანი პირველიდან ბოლო წუთამდე ყრუ დაცვაში იდგა.

უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯი აშკარად არადამაჯერებლად მოქმედებდა. როდესაც გენომ ტაჰა აკგული ხაზს გარეთ გადაიყვანა და 2 ქულასაც იმსახურებდა, მსაჯმა ეს არ დააფიქსირა და ქულა პირიქით თურქ ფალავანს მისცა.

საბოლოოდ ტაჰას პრაგმატულმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო და მან ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან ჩამოიტანა და ფინალში სწორედ ტაჰა აკგულს სძლია.

ასევე იხილეთ დღის კიდევ ერთი არადამაჯერებელი მსაჯობა - მოულოდნელი სცენარი - ქართველი ბოლო წამზე დამარცხდა

ცხელი ამბები