უცხოელი ძიუდოისტების თანადგომა ქართველ კოლეგებს
Aa
Aa

უცხოელი ძიუდოისტების თანადგომა ქართველ კოლეგებს

ძიუდოში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ქართველ სპორტსმენებს მხარდაჭერას უცხოელი კოლეგებიც უცხადებენ, რომელთაც ვიდეომიმართვები გაავრცლეს.

უცხოელ ძიუდოისტებს შორის არიან ალექსანდრ კუკოლი, ატილა უნგვარი, ეშლი მაკენზი, არსენ გალსტიანი, ნაოჰისა ტაკატო, რაფაელ სილვა და სხვები. მათ შორის არიან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები.

 

შეგახსენებთ, ქართველი ძიუდოისტები ვარჯიშსა და ტურნირებში მონაწილეობა უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა მოქმედი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იხილეთ:

''ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს'' - ზვიადაურმა ფედერაცია გააკრიტიკა

ძიუდოისტები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ - ნაკრების წევრების საგანგებო განცხადება

''ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული'' - ქევხიშვილი გადადგომას არ აპირებს

ძიუდოისტთა საპროტესტო აქცია და უცვლელი მოთხოვნა - სპორტსმენები ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ

 

 

ცხელი ამბები