''მეგობარს მიკლავდნენ და მე ის დავიცავი'' - ავთანდილ ხურციძე ინციდენტზე წერს
Aa
Aa

''მეგობარს მიკლავდნენ და მე ის დავიცავი'' - ავთანდილ ხურციძე ინციდენტზე წერს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე facebook-ის პირად გვერდზე დაკავების შესახებ წერს. სპორტსმენის განმარტებით ვარჯიშის შემდეგ მეგობრებს შეხვდა და ერთ-ერთი მეგობარი თავდასხმისას დაიცვა. მისი თქმით მეგობარი სიკვდილისგან იხსნა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 8 ივნისს ხურციძე 14 ქართელთან ერთად აშშ-ში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს, რის გამოც 8 ივლისს  მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით ბრიტანელ ბილი ჯო სონდერსთან საჩემპიონო ბრძოლა გადაიდო.

15 დაკავებულიდან ორი სპორტსმენია. ლევან მაყაშვილმა ციხის საკანი დატოვა, ხოლო ხურციძე პატიმრობაში რჩება. მიმდინარე წლის მარტში სასამართლომ ხურციძის გირაოთი გათავისუფლების საკითხი განიხილა, თუმცა სპორტსმენს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. მთავარი სასამართლო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.

ცხელი ამბები