როსბერგი ჰამილტონს არ დაეხმარება
Aa
Aa

როსბერგი ჰამილტონს არ დაეხმარება

"მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა განაცხადა, რომ შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე. შეგახსენებთ, რომ გერმანელმა პილოტმა ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დაასრულა რუსეთის გრან-პრი და საერთო ჩათვლაში მეორე პოზიცია დაუთმო "ფერარის" პილოტს სებასტიან ფეტელს.

"ახლა, ისღა დამრჩენია სიამოვნება მივიღო დარჩენილი ოთხი რბოლისგან და შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვიპოვო, - განაცხადა როსბერგმა "ბილდთან" კომენტარში. - სამწუხაროდ, რუსეთის გრან-პრიდან გამოვარდნის შემდეგ, სებასტიან ფეტელმა პირად ჩათვლაში გამასწრო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შევეცდები საკუთარი ადგილის დაბრუნებას. ხშირად მეკითხებიან - დავეხმარები თუ არა ჰემილტონს იმ შემთხვევაში, თუ მას ფეტელი წამოეწევა. მაგრამ გულწრფელად გიპასუხებთ: მე ეს სრულიად არ მაინტერესებს. ამასთან, არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს"

ცხელი ამბები