Aa
Aa

გოლოვკინი შეუჩერებელია! მარტიროსიანი უშანსოდ დამარცხდა!

გენადი გოლოვკინი რეკორდს გაუთანაბრდა და საშუალო წონის ტიტული ვანეს მარტიროსიანთან გამარჯვების შედეგად ზედიზედ მეოცედ დაიცვა.

36 წლის ყაზახმა მოკრივემ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და “WBA”-ის და “WBC-ის ქამრები შეინარჩუნა. გოლოვკინს, რომელსაც თავიდან ალვარესთან უნდა ეჩხუბა, მარტიროსიანის დასამარცხებლად მხოლოდ 2 რაუნდი დასჭირდა. შეხვედრის შემდეგ გენადიმ განაცხადა: „მნიშვნელობა არ აქვს ჩემი მომავალი ოპონენტი ვინ იქნება, მზად ნებისმიერთან ბრძოლისთვის ვარ. ბევრი ტიტული მაქვს და მათ შენარჩუნებას კიდევ დიდხანს ვაპირებ“.

შეგახსენებთ, რომ კანელოსთან ჩხუბი მექსიკელის დისკვალიფიკაციის გამო გადაიდო. ალვარესს სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს და კრივს ნახევარი წლით ჩამოაცილეს. მექსიკელს რინგზე დაბრუნება აგვისტოში შეეძლება.

გენადის ამ გამარჯვების შემდეგ 38 მოგება დაუგროვდა (34 ნოკაუტით) და ტიტულის დაცვის რაოდენობით ბერნარდ ჰოპკინსს გაუთანაბრდა (20 წარმატებული დაცვა). 31 წლის მარტიროსიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გოლოვკინი შეაქო და განაცხადა:“გენადი საოცარი მოკრივეა, ასეთი ძლიერი დარტყმის მქონე მებრძოლი არასდროს მინახავს. მატჩის შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მატარებელმა გადამიარა“.

ცხელი ამბები