ლევან გორგაძემ იოკუძუნა უშანსოდ დაამარცხა! ტოჩინოშინი სუპერტურნირისთვის ემზადება
Aa
Aa

ლევან გორგაძემ იოკუძუნა უშანსოდ დაამარცხა! ტოჩინოშინი სუპერტურნირისთვის ემზადება

აღმოსავლეთის სეკივაკეს ტიტულის მფლობელი ტოჩინოშინი საწვრთნელ ორთაბრძოლებში შესანიშნავად გამოიყურება. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ოძეკის წოდებისთვის ბრძოლას გეგმავს, დამაჯერებლად დაამარცხა იოკოძუნა კისენოსატო, რომელმაც 11 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 2 მოუგო ტოჩინოშინის. 9 ორთაბრძოლაში გამარჯვებული ლევან გორგაძე იყო.

ტოჩინოშინიმ შემდეგი საწვრთნელი შეხვედრა კომუსუბი მიტაკეუმისთან ჩაატარა. ოთხი ორთაბრძოლიდან სამი ქართველმა მოიგო. ქართველმა სუმოისტმა მხოლოდ 1 ორთაბრძოლა დათმო.

აქვე გეტყვით, რომ ლევანმა მარტის "ჰარუ ბაშო" 10 გამარჯვებითა და 5 მარცხით დაასრულა და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნა. 

ტოჩინოშინი მთელი ტურნირის განმავლობაში მუხლის ტრავმით ასპარეზობდა და რომ არა ის, სავარაუდოდ მისი შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ახლოვდება საზაფხულო სუპერტურნირი ნაცუ ბაშო ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში”, რომელიც 13 მაისს აიღებს სტარტს და 27 მაისს დასრულდება.

ცხელი ამბები