''ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, მაგრამ ნახევარფინალში გავალთ'' - კვერკველიამ ჩემპიონობა იზეიმა
Aa
Aa

''ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, მაგრამ ნახევარფინალში გავალთ'' - კვერკველიამ ჩემპიონობა იზეიმა

რუსეთის პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშებაში ჩემპიონობა მოსკოვის ''ლოკომოტივმა'' მოიპოვა. რუსულმა კლუბმა პრემიერლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ''ზენიტი'' დაამარცხა და პირველი ადგილი გაინაღდა. მატჩის შემდეგ იური სიომინის გუნდის ქართველი მცველი სოლომონ კვერკველია rt.com-ს ესაუბრა.

''უბედნიერესი ადამიანი ვარ. ჩვენი გუნდი ერთსულოვანია. ''ლოკომოტივი'' შეკრული გუნდია. ჩვენ ვართ კაცები და ჩვენი საქმე შევასრულეთ. იური სიომინი დიდებული მწვრთნელი და შესანიშნავი პიროვნებაა.

რაც შეეხება პრემიერლიგაში ტრანსფერს, მოვიქცევი ისე, როგორც სიომინი მეტყვის. შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. ფინალში გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუმცა ნახევარფინალში გავალთ. ღმერთმა ქნას თბილისის ''დინამოს'' შევხვდეთ'' - აღნიშნა კვერკველიამ.

კვერკველია რუსეთის ჩემპიონია - დრამატული გამარჯვება გადამწყვეტ მატჩში

შეგახსენებთ, თბილისის ''დინამო'' შემდეგ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ასე რომ კვერკველიას სურვილს შესრულება არ უწერია. ''ლოკომოტივი'' ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს, საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის ''ტორპედო'' კი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

 ''ზენიტთან'' შეხვედრაში გამარჯვების გოლი პორტუგალიელმა ედერმა 87-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, ევრო 2016 პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ ედერის გადამწყვეტი გოლით მოიგო.

Золотоносный Эдер!#СамыйЛучшийКоллектив pic.twitter.com/9jxNWUS2jX

— ФК Локомотив (@fclokomotiv) May 5, 2018

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები