შუეჩერებელი ქვილითაია - მე-10 გოლი ბუნდესლიგაში
Aa
Aa

შუეჩერებელი ქვილითაია - მე-10 გოლი ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგაში 24 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 33-ე ტურში ''ლინცთან'' გასვლით შეხვედრაში 41-ე წუთზე მურგის საგოლე გადაცემით ქვილითაიამ ისარგებლა და მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპონატში მე-10 გოლი შეაგდო. მატჩის არბიტრმა 55-ე წუთზე ქვილითაია გააფრთხილა.

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფორვარდმა ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

 

''რაპიდმა'' მეორე გოლი მესამე დამატებულ წუთზე გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში ანდრეას კუენმა დააფიქსირა, რომელიც 88-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ქვილითაია შეცვალა.

10-გუნდიან ბუნდესლიგაში ''რაპიდი'' 58 ქულით მე-3 ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან გრაცის ''შტურმს,'' რომელიც ხვალ, 6 მაისს ლიდერ ''ზალცბურგს'' ესტუმრება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები