ეფექტური კომბინაცია და გოგუას შესანიშნავი გოლი - გრიგალაშვილის გოლი და საგოლე პასი
Aa
Aa

ეფექტური კომბინაცია და გოგუას შესანიშნავი გოლი - გრიგალაშვილის გოლი და საგოლე პასი

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში ''ყიზილჟარმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ''აკჟაიკი.'' პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს გოლები. 32-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაიხსნა. გრიგალაშვილმა მიმდინარე სეზონში პენალტის ნიშნულიდან მეორე გოლი შეაგდო.

 

იხილეთ გრიგალაშვილის პირველი გოლი მიმდინარე სეზონში

36-ე წუთზე შესანიშნავ კომბინაციას გოგიტა გოგუას ბრწყინვალე გოლი მოყვა. გოგუამ  ბურთი გრიგალაშვილთან გაითამაშა. გრიგალაშვილმა საგოლე პასის შესრულებისას ''აკჟაიკის'' მცველს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, გოგუამ კი გარე ტერფით მაღალ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა. გოგუამ 2017 წლის 3 ივნისის მერე გოლით პირველად გამოიჩინა თავი. 34 წლის გამოცდილმა ფეხბურთელმა ''ყიზილჟარის'' მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

 

''ყიზილჟარის'' მაისურით გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა 90 წუთი ითამაშეს, ხოლო სასტარტოში მოთამაშე გოგუა 84-ე წუთზე შეცვალეს. ''აკჟაიკმა'' ერთადერთი საპასუხო გოლი მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე გაიტანა.

12-გუნდიან პრემიერლიგაში ''ყიზილჟარი'' 7 ქულით მე-9 ადგილზეა. მე-10 ტურში ჩემპიონატის ლიდერ ''ასტანას'' შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები