ფაჩულიას „დალასი“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა
Aa
Aa

ფაჩულიას „დალასი“ „ოკლაჰომასთან“ დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას "დალასმა" დღეს, გამთენიისას მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა. "დალასი" "ოკლაჰომას" ეწვია და ანგარიშით 88:100 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ფაჩულია დალასელთა შორის საუკეთესო მექულეებში მეორე ადგილზე გავიდა. ყველაზე მეტი ქულა კი დალასელმა ჯონ ჯენკისმა ჩააგდო, მის აქტივში 26 ქულაა.

შემდეგ მატჩს "დალასი" ზაზა ფაჩულიას ყოფილ კლუბთან, "მილუოკისთან" 16 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები