ჰეი VS ბელიუ! ერთი დღე სუპერმატჩამდე!
Aa
Aa

ჰეი VS ბელიუ! ერთი დღე სუპერმატჩამდე!

კვირას თბილისის დროით 01:00 საათზე სტარტს დევიდ ჰეისა და ტონი ბელიუს მატჩ-რევანში აიღებს. შეხვედრამდე მოკრივეების ოფიციალური აწონვა გაიმართა, სადაც აღმოჩნდა, რომ ბელიუ ჰეიზე 4.5 კილოგრამით მძიმეა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ბელიუსთვის არაფერს ნიშნავს, რადგან წონა უბრალოდ ციფრებია. ინციდენტების გარეშე არც აწონვას ჩაუვლია, თუმცა მებრძოლებს შორის ფიზიკურ კონტაქტს ამჯერად ადგილი არ ჰქონია. 

“Sky Sports“-თან საუბრისას ბელიუმ განაცხადა: „წონა მხოლოდ ციფრებია. ის ფიქრობს, რომ მე რინგზე ნამდვილი დევიდ ჰეი არ მინახავს?! გაიხსენოს რამდენიმე თვის წინ რა მოხდა!“

„ის ბებერია! მისი 37 წლის სხეული ვერ აიტანს იმდენ დარტყმას, რამდენსაც მე გავუძლებ. ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ გამარჯვების შანსი აქვს“.

რაც შეეხება ლონდონელ მოკრივეს, ჰეიმ ჟურნალისტებთან საუბრისას მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა: “ვიცოდი, რომ მასზე მსუბუქი ვიქნებოდი. მინდოდა ბრძოლისთვის უფრო სწრაფი და ზუსტი ვყოფილიყავი. ჩემმა სხეულმა არანორმალურ ვარჯიშებს გაუძლო და ახლა ისეთი  რაღაცების გაკეთება შემიძლია, რასაც ადრე ვერ ვახერხებდი“.

„თუ ის ფიქრობს, რომ შეცდომა დავუშვი ძალიან ცდება. ბელიუ რინგზე საუკეთესო ჰეის იხილავს! მე ომისთვის 100 პროცენტით მზად ვარ!“

ოფიციალურ აწონვამდე მოკრივეები ერთმანეთს პრესკონფერენციაზეც დაუპირისპირდნენ, სადაც ტონი ბელიუმ დევიდ ჰეის ხელი ჰკრა და ყელში ჩაავლო. ჰეიმ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში იყო, განაცხადა, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და მომავალ შეხვედრაზე დამოკიდებული ბევრი რამ იქნება.

 

„როგორც ამბობენ შენი, როგორც მოკრივის შესაძლებლობები ყველაზე კარგად უკანასკნელ შეხვედრაში ვლინდება. ჩემი ბოლო მატჩი კი ბელიუსთან მარცხით დასრულდა. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებოდი კარიერა ტონისთან წაგებული ორთაბრძოლის შემდეგ რომ დამესრულებინა. მომავალ მატჩში სასწორზე ბევრი რამ დევს, ჩემი რეპუტაცია, მებრძოლი სული და მოკრივის კარიერა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ რომ შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულო“.

37 წლის მოკრივემ ტონისთან პირველი ბრძოლის წინაც მსგავსი კომენტარები გააკეთა, თუმცა ბელიუმ საკუთარი სიძლიერი რინგზე დაამტკიცა და მე-11 რაუნდში ჰეი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. დევიდმა განაცხადა, რომ განსხვავებით პირველი მატჩისა იგი დაპირისპირებას მეტი სერიოზულით მოეკიდება და უფრო აგრესიულად იჩხუბებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტონი ბელიუმ აღნიშნა: „კრივი იმ სპორტის კატეგორიას მიეკუთნება, სადაც მოკრივეები ასაკის მატებასთან ერთად უკეთესები არ ხდებიან. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გაიხსენეთ ჯორჯ ფორმენი, ბერნარდ ჯოპკინსი. მათთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა. მოემზადე დევიდ! შენი აღსასრულის დღე მალე დადგება და ამჯერად არანაირი მატჩ-რევანში არ იქნება“.

ცხელი ამბები