7 რამ, რაც
Aa
Aa

7 რამ, რაც "ატლეტიკო" - "არსენალის" დაპირისპირებაში გამოგრჩათ

„ატლეტიკომ“ ფინალის საგზური მოიპოვა. ესპანელებმა ნახევარფინალურ ეტაპზე „არსენალს“ ორი მატჩის ჯამში 2-1 სძლიეს და ფინალში „მარსელს“ დაუპირისპირდებიან. ლონდონში შეხვედრა 1-1 დასრულდა, განმეორებით მატჩში მადრიდელებმა დიეგო კოშტას გოლის წყალობით იმარჯვეს და არსენ ვენგერს გუნდიდან დადებით ნოტაზე წასვლის ყველანაირი შანსი მოუსპეს.

სადა არის დიეგო სიმეონე?

„არსენალთან“ პირველ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო დიეგო სიმეონეს განმეორებითი მატჩის ყურება ტრიბუნებიდან მოუწია. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი არც მატჩის წინ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ოქმში ახსენეს. მისი ადგილი დოკუმენტში ხერმან ბურგოსმა დაიკავა.

სიმეონემ ტრადიციას არ უღალატა

დეიგო სიმეონე ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მწვრთნელია. არგენტინელს მატჩში მაქსიმალურად ჩართვაში ხელი ვერც დისკვალიფიკაციამ შეუშალა. დიეგო ტრიბუნიდან მოთამაშეებს დავალებებს აძლევდა (მიუხედავად იმისა, რომ მისი არავის ესმოდა) და მატჩის ყველა მომენტს ჩვეულ სტილში „აღიქვამდა“.

  

სანტი კაზორლა კვლავ პოპულარულია

სანტი კაზორლას „არსენალის“ რიგებში 2016 წლის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა ესპანელის „ემირეითს სტედიუმზე“ დაბრუნებას მაინც ბევრი გულშემატკივარი ელოდა. ნახევარმცველს მატჩის წინ ქომაგებთან შეხვედრა და ავტოგრაფების დარიგებაც მოუწია.

 

შეხვედრას ნადალიც დაესწრო - ვის გულშემატკივრობდა რაფა?

„ევროპა ლიგის’ ნახევარფინალურ დაპირისპირებას „რეალის“ თავგადაკლული გულშემატკივარი - რაფაელ ნადალიც დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით ესპანელი მატჩს პოლიტიკოსებთან ერთად უყურებდა და არავის საგულშემატკივროდ არ მისულა. თუმცა მეორე ტაიმის ბოლოსკენ ნადალის ყელზე შემოხვეული „ატლეტიკოს“ დროშა შენიშნეს.

ატლეტიკოს“ გულშემატკივრების თავდაჯერებული განცხადება

მართალია „ატლეტიკოს“ ქომაგებს „რეალის“ გულშემატკივრების მსგავსად სტადიონზე დიდი ბანერი არ გამოუფენიათ, მაგრამ საყვარელ გუნდს მხარი არც თუ ისე პატარა დროშით დაუჭერეს.

მატჩის დაწყებამდე „ატლეტიკოს“ გულშემატკივრება დროშა გამოფინეს წარწერით: „ლიონში მიდივართ“.

გრიზმანის საზარელი ჭრილობა

ანტუან გრიზმანს საკმაოდ რთული პირველი ტაიმი ჰქონდა. მე-11 წუთზე „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა თანამემამულე კოშელნის ტრავმა იხილა, ხოლო რამდენიმე წუთში სერიოზული დაზიანება თავად მიიღო.

კალუმ ჩემბერსმა ფრანგს კეფაში იდაყვი ჩაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ გრიზნმას საკმაოდ ბევრი სისხლი სდიოდა, „ატლეტიკოს“ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო და შესვენებამდე მისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ.

ფერნარდო ტორესმა „ატლეტიკოში“ მე-400 მატჩი ჩაატარა

„არსენალთან“ დაპირისპირებაში მადრიდელების ლეგენდამ, ფერნანდო ტორესმა „ატლეტიკოს“ მაისური მეოთხასედ მოირგო. ტორესი მოედანზე 83-ე წუთზე დიეგო კოშტას ნაცვლად შევიდა.

„ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ეს „ატლეტიკოში“ მისი უკანასკნელი სეზონი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები