ნახევარფინალური წყვილები ცნობილია! მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება!
Aa
Aa

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია! მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება!

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში გრძელდება. გუშინ მეოთხედფინალური ეტაპები გაიმართა, ყველაზე დაძაბული ჰიგინსისა და ტრამპის დაპირისპირება გამოდგა. გამარჯვებულის გამოსავლენად 25 ფრეიმის ჩატარება გახდა საჭირო და საბოლოოდ ნახევარფინალის საგზური ჯონ ჰიგინსმა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ტრამპმა განაცხადა:“ მთელი შეხვედრა რამდენიმე ბურთი ავაცილე და მაინც დავმარცხდი. ჰიგინსმა საოცრად იასპარეზა და დამსახურებულად მოიგო“.

შოტლანდიელმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „მე და ჯადმა საოცარი შეხვედრა ჩავატარეთ. ხალხს სნუკერი სწორედ ამის გამო უყვარს, ბედნიერი ვარ რომ წარმატებას მივაღწიე. ტრამპი ალბათ დასანახად ვეღარ მიტანს“

4 გზის შოტლანდიელი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალში კირენ ვილსონს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში მარკ ალენი იოლად 16 – 9 დაამარცხა.

კირენ ვილსონი: „მატჩის ბოლოსკენ ალენმა ბევრი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოოდ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა“.

 

ნახევარფინალის მეორე დაპირისპირება ბარი ჰოკინსსა და მარკ უილიამსს შორის გაიმართება.

ტურნირის ყველაზე ასაკოვანმა მონაწილემ, მარკ უილიამსმა ალი კარტერი დაამარცხა. ლეგენდარულმა უელსელმა სეზონის დასაწყისში კარიერის დასრულებაზეც ფიქრობდა, თუმცა საბედნიეროდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშიც გააღწია. უილიამსმა, რომელიც 2000 და 2003 წლების მსოფლიო ჩემპიონია ტურნირამდე პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში გაიხდიდა:“ კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ და იმედი მაქვს, რომ ტურნირს წარმატებით დავასრულებ. ნუ ღელავთ, სიტყვის კაცი ვარ! ჩემპიონი თუ გავხდი აუცილებლად გავიხდი“.

უილიამსს ბარი ჰოკინსის დამარცხება მოუწევს, რომელმაც მეოთხედფინალში დინ ჟუნჰუი დაამარცხა: „ბუნებრივია გამარჯვებით გახარებული ვარ მაგრამ ვცდილობ ემოციებს არ ავყვე. პირველად არ ვარ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ვიცი რას ნიშნავს ამ ეტაპზე თამაში“. სელბის და ოსალივანის გავარდნის შემდეგ დინი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი იყო, თუმცა მშვენივრად ვითამაშე და მისი დამარცხება მოვახერხე. ვფიქრობ შეხვედრის ბოლოსკენ დინი დანებდა. მისი ყველა შეცდომა იდეალურად გამოვიყენე და როდესაც შენ წინააღმდეგ ასე თამაშობენ რთულია რაიმე წარმატებაზე იფიქრო“.

 

ცხელი ამბები