კობი ბრაიანტი „ESPN“-ის ჟურნალისტებს გაუნაწყენდა
Aa
Aa

კობი ბრაიანტი „ESPN“-ის ჟურნალისტებს გაუნაწყენდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ, კობი ბრაიანტმა „ESPN“-ის ჟურნალისტები გააკრიტიკა, რომლებმაც ახალი სეზონის წინ, კალათბურთელი 93-ე ადგილზე დააყენეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეებს შორის.

„არც ერთი კალათბურთელი არ უნდა იცავდეს საკუთარ თავს რომელიმე რეიტინგში ამა თუ იმ ადგილზე მოხვედრის გამო. ამიტომაც, გთხოვთ მსგავს კითხვებს ნუღარ დამისვამთ. უკვე დიდი ხანია ვიცოდი, რომ ESPN-ში იდიოტები მუშაობდენ“ - განაცხადა ბრაიანტმა.

შეგახსენებთ, რომ EPSN-ის კლასიფიკაციაში NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი მარცინ გორტატის (74), ნერლენს ნოელის (76), ტიმოფეი მოზგოვის (78), რეჯი ჯექსონის (81), ტაირიკ ევანსის (87) და ლუოლ დენგის (92) უკან აღმოჩნდა.

ჯერჯერობით, ESPN-ს სრული სია არ გამოუქვეყნებია. თავდაპირველად, მან წარმოადგინა მოთამაშეები 71-დან მე-400 ადგილამდე.

კიდევ ერთ რეიტინგში, რომელიც FiveThirtyEight-ის მიერ არის შედგენილი, კობი 236-ე პოზიციაზე დააყენეს. ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ამ ინტერნეტ-გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ნეიტ სილვერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები