Aa
Aa

"რომასთან" მარცხი და ინიესტას წასვლა - მესიმ სეზონი შეაფასა

"ბარსელონას" ათიანმა ლეო მესიმ ესპანეთის თასისა და ლა ლიგის მოგების შემდეგ განვლილი სეზონი შეაფასა.

მესიმ "რომასთან" მარცხსა და ინიესტას გუნდიდან წასვლაზეც ისაუბრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ლა ლიგის მოგების შემდეგ ყველანი გახარებულები ვართ. წლევანდელ სეზონში ჩვენს ყველა მეტოქეს ერთი თავით აღვემატებოდით.

პრიმერა წაუგებლად მოვიგეთ და ეს დიდებულია. გუნდმა მხოლოდ კოპა დელ რეიზე "ესპანიოლთან" შეხვედრა წააგო და შემდეგ იყო "რომა", რომელთანაც საშინელი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ჩვენი ასე თამაში მოულოდნელი იყო.

სეზონის დუბლით დასრულება ძალიან კარგი შედეგია და ამას ფასი არ უნდა დავუკარგოთ.

დუბლს ანრეს ინიესტას ვუძღვნით. მან, ეს ყველაზე მეტად დაიმსახურა. ცუდია, როდესაც გუნდიდან ასეთი მოთამაშეები მიდიან. თავდაპირველად ჩავიმ დაგვტოვა, შემდეგ მასკერანოც წავიდა და ამჯერად ინიესტა მიდის...

ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ინიესტა ჩემპიონთა ლიგის მოგებით გაგვეცილებინა, მაგრამ ის მაინც კარგ სიტუაციაში მიდის".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ლა ლიგა ოცდამეხუთედ, ხოლო ესპანეთის თასი ოცდამეათედ მოიგო.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება და ერნესტო ვალვერდეს გუნდს დიდი შანსი აქვს, რომ სეზონი წაუგებლად ჩაატორს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები