8 რამ, რაც
Aa
Aa

8 რამ, რაც "რეალი" - "ბაიერნის" დაპირისპირებაში გამოგრჩათ

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპს მადრიდმა უმასპინძლა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სამეფო კლუბმა“ „ბაიერნი“ მიიღო და დაძაბული მატჩის შემდეგ ფინალში გასვლის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

„რეალის“ გულშემატკივრების საოცარი დახვედრა

„რეალის“ გულშემატკივრებმა გუნდს ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო დახვედრა მოუწყვეს. ესპანეთის დედაქალაქში ბარების უმრავლესობა დაკეტილი იყო და „სამეფო კლუბის“ ქომაგთა დიდი ნაწილი ერთ-ერთ მოედანზე გუნდის დასახვედრად შეიკრიბა.

 

ტიფოს დრო

„რეალის“ გულშემატკივრებმა მატჩის წინ ქომაგობის ნამდვილი მაგალითი გვაჩვენეს. მათ გიგანტური ბანერი გამოფინეს, რომელზეც 'Defendamos el trono, conquistemos la gloria' - დაიცავი სამეფო ტახტი, მოიპოვე დიდება“ ეწერა.

რონალდუმ ჩავის გადაასწრო

კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრების რაოდენობით „ბარსელონას“ ლეგენდას, ჩავის გადაასწრო. პორტუგალიელს ლიგაზე 152 მატჩი აქვს ჩატარებული და სრულ რეკორდამდე, რომელიც იკერ კასილასს ეკუთნის მხოლოდ 15 შეხვედრა უკლია. თუ გავითვალისწინებთ რონალდუს ფიზიკურ კონდიციებს, „რეალის“ თავდამსხმელს ამ რეკორდის დამხობა არ უნდა გაუჭირდეს.

გოლის მომენტი, რომლის შესაქმნელადაც 28 გადაცემა გაკეთდა

„ბაიერნი“ კიმიხის გოლით მესამე წუთზე დაწინაურდა, თუმცა „რეალმა“ მალევე გაათანაბრა. გოლის მომენტამდე მადრიდელებმა 28 გადაცემა შეასრულეს და „ბაიერნის“ დაცვა მეთოდურად გაარღვიეს. საბოლოოდ დიაგონალური პასის შედეგად ფლანგზე ბურთი მარსელომ მიიღო, რომელმაც ბენზემას მშვენიერი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა.

ბენზემა ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს

ფრანგმა სეზონის მეათე გოლი გაიტანა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე 55 გოლი მოუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ბენზემა რონალდუს, მესის, რაულს და ნისტელროის ჩამორჩება.

ულრაიხი „ტვიტერზე“ გააკრიტიკეს

სვენ ულრაიხი მანუელ ნოიერის ტრავმის შემდეგ გერმანელთა ძირითად მეკარედ მოგვევლინა. სეზონი ულრაიხმა დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა „რეალთან“ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ბენზემას გოლის გატანის საშუალება მისცა.

გერმანელის ქმედებას „ტვიტერზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ულრაიხი ბენზემას კარიერის გაცოცხლებას ცდილობს“.

„სვენმა რეალს გოლი აჩუქა. ემოციების გამოსახატად სიტყვებიც არ მყოფნის“.

ორი ბურთის გამო შეწყვეტილი სახიფათო შეტევა

67-ე წუთზე „რეალმა“ კუთხრი სწრაფად მოაწოდა და შეტევის შესანიშნავი შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა თურქმა არბიტრმა მოედანზე მეორე ბურთის აღმოჩენის გამო თამასი შეაჩერა და „ბაიერნს“ პოზიციების დალაგების და ზონების გადაკეტვის საშუალება მიეცა.

გოლის არ აღნიშვნის გამო მიღებული კრიტიკა

ხამეს როდრიგესმა „რეალს“ 63-ე წუთზე გაუტანა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა. კოლუმბიელმა მადრიდული კლუბის პატივისცემის ნიშნად ხელები აწია და გოლი არ აღნიშნა. გულშემატკივრებმა ხამესი „ტვიტერზე“ გააკრიტიკეს! ზოგი თვლიდა, რომ როდრიგესს გოლი აუცილებლად უნდა აღენიშნა, ზოგისთვის მისი საქციელი სავსებით გასაგები იყო, მაგრამ არსებობდა ისეთი რადიკალური კატეგორიაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ ხამესმა "ბაიერნს" უღალატა და საკუთარი გუნდის წარმატებაზე მეტად „რეალის“ გულშემატკივრებისგან პოზიტიური დამოკიდებულების მიღებაზე ზრუნავდა.

  

იხილეთ მარსელოს კომენტარი: "ეს პენალტი იყო"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები