Aa
Aa

მარსელო: "ეს პენალტი იყო"

მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანმა მარსელომ "ბაიერნთან" გუშინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და კომენტარი იმ მომენტზე გააკეთა, როცა მას ბურთი ხელზე საჯარიმო მოედნის ფარგლებში მოხვდა.

  

ბურთი ხელზე მომხვდა. როდესაც საჯარიმოში ხელით თამაშობ ეს თერთმეტმეტრიანია. არ მინდა რომ მოვიტყუო, მე ნამდვილად ხელზე მომხვდა.

არ მსურს რომ მთავარ არბიტრზე კომენტარი გავაკეთო. ხშირად ხდება, როდესაც ისინი ჩვენს წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამ დროსაც განცხადებას არ ვაკეთებ. მათ ძალიან რთული სამუშაო აქვთ. ჩაქირი "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალის შეხვედრას უძღვებოდა და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად რთული დავალებაა".

 

მადრიდის "რეალმა" "ჩემპიონთა ლიგის" ბოლო 5 სეზონში ფინალის საგზური მეოთხედ მოიპოვა და აქვს შანსი, რომ ეს ტურნირი ზედიზედ მესამედ, საერთო ჯამში კი მე-13-ედ მოიგოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით "სამეფო კლუბი" "ჩემპიონთა ლიგიდან" არ გავარდნილა. "ზიზუმ" ფეხბურთელობისას "ჩემპიონთა ლიგის" 3 ფინალში ითამაშა და ამ სტადიაზე მწვრთნელის რანგშიც მესამედ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები