Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

ტორონტო - კლივლენდი 112 – 113

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის მეორე რაუნდის ორი შეხვედრა გაიმართა. კანადაში „ტორონტომ“ „კლივლენდს“ უმასპინძლა და ოვერტაიმში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე ლებრონმა ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

„რაპტორსის“ რიგებში 22 ქულით დემარ დეროუზანი გამოირჩა. იონას ვალანჩუნასმა გუნდს 21 ქულა შესძინა. ხოლო კაილ ლოურიმ აქტივში 18 ქულა და 10 გადაცემა ჩაიწერა.

„კლივლენდს“ ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. „მეფემ“ სამმაგი დუბლი მიითვალა და შეხვედრა 26 ქულით, 11 მოხსნით და 13 გადაცემით დაასრულა. ჯეი არ სმიტმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო ჯეფ გრინმა სათადარიგო სკამიდან გუნდს 16 ქულა შესძინა.

„კლივლენდი“ სერიაში დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას ისევ სტუმრად 4 მაისს გამართავს.

 

გოლდენ სტეიტი - ნიუ ორლეანი 121 – 116

„გოლდენ სტეიტმა“ ზედიზედ მეორედ მოახერხა „ნიუ ორლეანის“ დამარცხება. „უორიორსს“ კარი დაუბრუნდა და ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა შთამბეჭდავად ჩაატარა.

„მეომრებს“ 29 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. სტეფმა სათადარიგო სკამიდან 27 წუთში თავი 28 ქულას მოუყარა. დრეიმონს გრინმა კი შეხვედრა 20 ქულით, 9 მოხსნით და 12 გადაცემით დაასრულა.

„პელიკანსის“ რიგებში 10 ქულიან ნიშნულს სასტარტო ხუთეულის ყველა მოთამაშე გადაცდა. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი მიითვალა და 25 ქულას 15 მოხსნა დაუმატა. რაჟან რონდომ 22 ქულასთან ერთად აქტივში 12 გადაცემა ჩაიწერა. ჯრუ ჰოლიდეიმ კი შეხვედრა 24 ქულით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტი“ სერიაში 2-0-ს იგებს და შემდეგ შეხვედრას სტუმრად ნიუ ორლეანში 5 მაისს გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები