Aa
Aa

კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია! რუსეთში რუსის წინააღმდეგ მოგებული ფინალი

რუსეთის ქალაქ კასპიისკში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  რობერტ კობლიაშვილმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კობლიაშვილმა ფინალში რუსი ბეკხან ოზდოევი 3:2 დაამარცხა.  ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.

ქართველმა ფალავანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქის პასიურობისთვის  1 ქულა მოიპოვა, ხოლო შემდეგ ჩოგბჯენში გადააგდო და 3:0 დაწინაურდა.

მსაჯების უცნაური გადაწყვეტილების შემდეგ რუსმა მოჭიდავემ 1 ქულა მიიღო. შემდეგ იყო ქართველის პასიურობა და მორიგი ქულა მეტოქეს - 3:2.

მეორე პერიოდში კობლიაშვილს ჩოგბჯენში ჩაყენება მოუწია, თუმცა რუსმა გდება კარგად ვერ შეასრულა და გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვა.

ქართველმა ფალავანმა დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება ხელიდან არ გაუშვია.

რობერტ კობლიაშვილისთვის ეს კარიერაში პირველი ტიტული გახლდათ. დღმდე, ის ევროპის ვიცე ჩემპიონი და მსოფლიოს მე-3 პრიზიორი გახლდათ.

ცხელი ამბები