ჯარელ მილერმა ენტონი ჯოშუა გამოიწვია
Aa
Aa

ჯარელ მილერმა ენტონი ჯოშუა გამოიწვია

ჯარელ მილერმა ნიუ-იორკში ფრანგი მოკრივე ჟოან დუჰაპა დაამარცხა და ენტონი ჯოშუას “WBA”-ის ქამრის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის სტატუსი დაიბრუნდა. ამერიკელმა მებრძოლმა  ფრანგი მოკრივე მსაჯების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დაამარცხა და მატჩის შემდეგ ენტონი ჯოშუაც გამოიწვია.

საინტერესოა, რომ ჟოანი უაილდერთან და პოვეტკინთან დამარცხდა და 2015 წლის შემდეგ პირველად მოახერხა რინგზე 12 რაუნდის განმავლობაში გაჩერება. ამ გამარჯვების შემდეგ ჯარელ მილერს 21 მოგება მოუგროვდა და იმ მოკრივეთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც ჟოშუასთან დაპირისპირება სურთ. შეხვედრის  შემდეგ მილერმა ბრიტანელს „ინგლისური მაფინი“ უწოდა და განაცხადა, რომ ენტონის პრომოუტერმა, ედი ჰირნმა, მას ზაფხულში ბრძოლის გამართვა შესთავაზა.

„მზად ვარ ენტონი ჯოშუას დავუპირისპირდე. დღეს კარტოფილი ფრი ( French Fries) "მოვამზადეთ",  მომავალში"ინგლისურ მაფინს" მივხედავ."

„ედი ჰერნმა დაპირება ბევრ მოკრივეს მისცა, ამიტომ მის სიტყვას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მე ჩემი საპრომოუტერო კომპანია მაქვს, თუმცა რამდენჯერმე მირჩიეს, რომ ედი ჰერნთან მოლაპარაკებების შემთხვევაში ჯოშუასთან დაპირისპირების მეტი შანსი მექნებოდა“,

„ბუნებრივია ენტონისთან ჩხუბი მსურს, მაგრამ არ ვაპირებ ვიღაცას დავუჩოქო და ხვეწნა დავუწყო. თუ მათ ბრძოლა სურთ იციან სადაც უნდა მიპოვონ. ჩვენ, ნიუ-იორკელები თითოეულ შანსს ვიყენებთ და დარწმუნებული იყავით, რომ თუ ჯოშუა ჩემს წინააღმდეგ გამოვა, აუცილებლად გავანადგურებ“.

აღსანიშნავია, რომ უაილდერთან გართულებული მოლაპარაკებების შემდეგ ედი ჰერნი მილერის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

„უაილდერთან მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში მილერი ერთ-ერთი ვარიანტია. ჯერჯერობით შერჩეული სამი კანდიდატი გვყავს: პოვეტკინი, მილერი და უაილდერი. ვნახოთ რამოხდება“.

„თუ ენტონი საჩხუბრად ამერიკაში ჩამოვა და მისი ოპონენტი უაილდერი არ იქნება დიდი იმედი გვაქვს, რომ „Barclays Center”-ში მილერს დავუპირისპირდებით“.

„ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება. WBA-მ ჯოშუას სავალდებულო მეტოქედ ალექსანდრ პოვეტკინი დაასახელა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა გამონაკლისი დავუშვათ და ჯოშუა-მილერის ორთაბრძოლა ვიხილოთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯარელ მილერს 22 შეხვედრიდან არცერთი წაუგია - 21 მოგება და 1 ფრე. რაც შეეხება ჯოშუას, ბრიტანელს 21 მოგება და 0 მარცხი აქვს.

ცხელი ამბები