პირლომ კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვია
Aa
Aa

პირლომ კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვია

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს ფეხბურთიდან გამოსამშვიდობებელი მატჩი 21 მაისს ''სან სიროზე'' გაიმართება. 38 წლის პირლომ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ყოფილი თანაგუნდელი კახა კალაძე მიიწვია.

2001-10 წლებში ანდრეა პირლო და კახა კალაძე ''მილანში''თანაგუნდელები იყვნენ. მათ ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ სერი ა. გარდა ამისა იტალიის თასის, სუპერთასის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

გთავაზობთ  ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: დიდა, მარკო სტორარი. კრისტიან აბიატი, ჯანლუიჯი ბუფონი, 

მცველები: დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, დანიელე ბონერა, ლეონარდო ბონუჩი, ფაბიო კანავარო, მარკოს კაფუ, ჯორჯო კიელინი, კოსტაკურტა, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ჯუზეპე ფავალი, ჩირო ფერარა, ფაბიო გროსო, მარეკ იანკულოვსკი, კახა კალაძე, სტეფან ლიხშტაინერი, პაოლო მალდინი, მარკო მატერაცი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო.

ნახევარმცველები: აიმო დიანა, ჯენარო გატუზო, ფრენკ ლამპარდი, ლეონარდო, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე, სიმონე პეროტა, მანუელ რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, მარკო ვერატი, დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, რობერტო ბარონიო, კრისტიან ბროკი, მაურო კამორანეზი,დე როსი, ალესანდრო დიამანტი.

თავდამსხმელები: ტოტი, დელ პიერო,  ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი, ლუკა ტონი

მატჩიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები