''მათ სურთ ''ჰელსინგორთან'' ვითამაშო'' - ლობჟანიძეს ნერვის ანთება აქვს
Aa
Aa

''მათ სურთ ''ჰელსინგორთან'' ვითამაშო'' - ლობჟანიძეს ნერვის ანთება აქვს

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის ბოლო ტურში ''რანდერსის'' ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე დაშავდა. ''ლიუნგბიუსთან'' მატჩის დასაწყისში 23 წლის ლობჟანიძემ ანგარიში გახსნა, თუმცა 35-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს გამოკვლევა ჩაუტარდა. სავარაუდოდ მოედანს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

''მარჯვენა ფეხის მუხლზე გამოკვლევა ჩამიტარდა. ტკივილს კვლავ ვგრძნობ, მაგრამ საშიში არაა, მხოლოდ ნერვის ანთებაა. ხვალ ძირითადი გუნდის ფეხბურთელები ვისვენებთ. ვარჯიშს მაშინ დავიწყებ, როცა ტკივილი გამივლის. მთავარ მწვრთნელ რასმუს ბერტელსენსა და თანაგუნდელებს ძალიან სურთ ''ჰელსინგორთან'' მატჩში მონაწილეობა მივიღო'' - აღნიშნა ლობჟანიძემ crystalsport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, სუპერლიგაში დარჩენისთვის ''რანდერსი'' გადათამაშების პირველ ეტაპზე ''ჰელსინგორს'' შეხვდება. პირველი მატჩი ''რანდერსის'' საშინაო არენაზე 5 მაისს გაიმართება. საპასუხო საფეხბურთო დაპირისპირება 13 მაისს გაიმართება.

მეცხრე გოლი სადებიუტო სეზონში - ლობჟანიძე ტრავმის გამო შეცვალეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები