საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი გადადგა!
Aa
Aa

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი გადადგა!

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა საკუთარი facebook-ის გვერდზე განცხადება განათავსა.

ქევხიშვილის თქმით ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა და ამის მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული არადამაკმაყოფილებელი შედეგია.

 

დავით ქევხიშვილმა ნაკრების ახალ  მთავარ მწვრთნელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ვნაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვეტერანი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სავალალო გამოსვლას გამოეხმაურა და ამაში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაადანაშაულა.

ცხელი ამბები