Aa
Aa

ტრავმა, რომელმაც "MMA"-ის სამყარო შეძრა

MMA -ს მებრძოლმა ჯეკ მეისონმა Cage Warriors 93 -ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში ტრამვა მიიღო, რომელიც ისეთი სერიოზულია, რომ  ბრიტანელს შესაძლოა კარიერის დასრულება მოუწიოს.

მეისონი  ბრძოლას ჰაკონ ფოსთან მართავდა, როდესაც მან ნორვეგიელის მუხლით განხორციელებული შეტევა ვერ მოიგერია და საშინელი დაზიანება მიიღო.

მატჩს საკმაოდ დაძაბული დასაწყისი ჰქონდა, თუმცა პირველი რაუნდის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ფოსმა დარტყმების მშვენიერი კომბინაცია განახორციელა და მსაჯი იძულებული გახდა შეხვედრა შეეწყვიტა.

 

მიუხედავად ტრამვის სიმძიმისა, ბრიტანელი, რომელიცქვისზედმეტსახელითაა ცნობილი თავს მშვენივრად გრძნობდა და ტვიტერზე ინციდენტსაც გამოეხმაურა:“უკეთესი იქნება თუ მუხლით შეტევების წინააღმდეგ თავის დაცვას ვისწავლი“. ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება მეისონი MMA-, თუმცა ფაქტია, რომ ბრიტანელს ოქტაგონზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიხილავთ.

რაც შეეხება ნორვეგიელ მებრძოლს, მან ამ გამარჯვებით 2 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:"რისკის გარეშე გამარჯვება არ მოდის, წინა ორ ბრძოლაში საუკეთესო ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო რომ დავბრუნდი".

ცხელი ამბები