Aa
Aa

"ვიტესის" ფეხბურთელმა მსაჯს ყვითელი ბარათი უჩვენა...

ჰოლანდიის ჩემპიონატის 33-ე ტურში, არნემის "ვიტესი" საკუთარ მოედანზე "ტვენტეს" ხვდებოდა და 5:0 გაიმარჯვა.

აღნიშნული მატჩის 61-ე წუთზე, არნემელთა ნახევარმცველმა ნავარონ ფოორმა მთავარ არბიტრ იოხენ კამპჰუისს, რომელიც ეპიზოდისას მოედანზე დაეცა, გაეხუმრა და ყვითელი ბარათი უჩვენა.

  

გურამ კაშიამ "ვიტესს" 90 წუთის განმავლობაში უკაპიტნა. მისი გუნდი "ერედივიზიეს" ცხრილში 48 ქულით მე-6 ადგილზეა და "ევროპა ლიგის" ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრა გუშინდელი მოგებით გაინაღდა.

არნემელები ჩემპიონატის ბოლო ტურში სტუმრად "ვილემ II"-ს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები