კანკავა და კვეკვესკირი ევროპა ლიგაზე? - კვეკვესკირი ორ კვირაში დაბრუნდება
Aa
Aa

კანკავა და კვეკვესკირი ევროპა ლიგაზე? - კვეკვესკირი ორ კვირაში დაბრუნდება

ყაზახეთის პრემიერლიგის ''ტობოლმა'' შესაძლოა ევროპა ლიგის 2018-19 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა. სატურნირო ცხრილში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე ევროთასზე ჯაბა ჯიღაურის ''ორდაბასის'' უნდა ეთამაშა, თუმცა ფინანსური დავალიანებების გამო შესაძლოა ჯიღაურის გუნდი ''ტობოლმა'' ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, ''ტობოლის'' შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა ირიცხებიან. აღნიშნული ინფორმაცია crystalsport-ს ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ დაუდასტურეს. კვეკვესკირის თქმით ''ორდაბასის'' გასაჩივრების უფლება აქვს და სავარაუდოდ ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

29 აპრილს პრემიერლიგის მორიგ ტურში ყაზახეთის მოქმედი ჩემპიონი ''ასტანა'' ''ტობოლს'' უმასპინძლებს. როგორც კვეკვესკირმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, მოედანს უახლოეს ორ კვირაში დაუბრუნდება. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ''ასტანასთან'' შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

 ყაზახეთის 12-გუნდიან პრემიერლიგას ''ასტანა'' 19 ქულით ლიდერობს. ''ტობოლი'' 12 ქულით მესამე პოზიციაზეა, თუმცა ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები