მესი, ზიდანი, გუარდიოლა, გასოლი, ნადალი, ნეიმარი და სხვები - ინიესტას დაემშვიდობნენ
Aa
Aa

მესი, ზიდანი, გუარდიოლა, გასოლი, ნადალი, ნეიმარი და სხვები - ინიესტას დაემშვიდობნენ

გუშინ, ანდრეს ინიესტამ პრესკონფერენცია გამართა და საფეხბურთო სამყაროს განუცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის "ბარსელონას" დატოვებს.

ინიესტას პრესკონფერენციაზე ბევრი ამაღელვებელი ფრაზა იყო, თუმცა ერთის გამორჩევა მაინც შეიძლება - "მე ბარსელონას წინააღმდეგ არასდროს ვითამაშებ".

ინიესტას ამ გადაწყვეტილებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და მათ შორის სპორტის ცნობილი სახეებიც იყვნენ, რომლებმაც ესპანელი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

ლეო მესი: "ანდრეს მადლობა ყველა იმ წლისთვის, რომელიც შენს გვერდით გავატარე. შენს გვერდით ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება უდიდესი პატივი იყო. ფენომენი ხარ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. მოგვენატრები!"

ზინედინ ზიდანი: "ინიესტას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მას რამდენიმეჯერ შევხვდი და მან ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ის მოედანზეც ასევე მოქმედებს და მე ეს ძალიან მომწონს. მისი ფეხბურთით აღფრთოვანებული ვარ.

ვფიქრობ, რომ მას 2010 წელს ოქროს ბურთი უნდა მიეღო. ესპანელი ამას იმსახურებდა.

ინიესტას ტიპის ფეხბურთელებს უდიდეს პატივს ვცემ. მან თავისი ქვეყნისთვის ყველაფერი გაიღო. ანდრესს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ".

პეპ გუარდიოლა: "მინდა ანდრესს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო. მისი თამაშის ყურება ფეხბურთის უკეთ გაგებაში დამეხმარა.

როდესაც ინიესტას ბურთთან ერთად ვხედავდი ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობდი. ის, ყველაფერს ძალიან მარტივად განახებდა.

ინიესტას გარეშე "ბარსელონასთვის" ამდენი ტიტულის მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა.

იმედი მაქვს ის ერთ დღეს გუნდში დაბრუნდება და ახალგაზრდა თაობას თავის გამოცდილებას გაუზიარებს".

NBA-ს მოთამაშემ, "სან ანტონიოს" ესპანელმა კალათბურთელმა და უბრალოდ ლეგენდარულმა მოთამაშემ პაუ გასოლმა ინიესტას ასეთი პოსტი მიუძღვნა:

I - Infinito (უსაზღვრო)
N - Natural (ბუნებრივი)
I - Inmenso (დიადი)
E - Ejemplar (სამაგალითო)
S - Solidario (სოლიდარობა)
T - Trabajador (შრომისმოყვარე)
A - @AndresIniesta8

რაფაელ ნადალი: "ინიესტა არის გენიალური სპორტსმენი, რომელმაც ესპანეთს ყველაფერი მისცა. მას დიდ პატივს ვცემ და ყველაზე სამწუხარო ის გახლავთ, რომ მალე მისი თამაშით ტკბობის საშუალება აღარ გვექნება.

მის გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. მან, ეს საკუთარი თავის სასიკეთოდ გადაწყვიტა.

თუმცა, მუნდიალი ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ინიესტა მის მოგებაში უნდა დაგვეხმაროს".

ნეიმარი: "ოსტატო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ "ბარსელონაში" შენი თანაგუნდელი ვიყავი. იმაზე დიდი პიროვნება ხარ, ვიდრე ამას ხალხი ხედავს.

მე წილად მხვდა პრივილეგია, რომ ჩემს შვილებსა და ოჯახს შენს შესახებ მოვუყვე. მე, მქონდა ბედნიერება, რომ შენს გვერდით მეთამაშა და ტიტულები მომეგო.

უდიდესი მადლობა იმისთვის, რაც შენ ჩემთვის გააკეთე, როდესაც გუნდში ახალმოსული ვიყავი.

წარმატებებს გისურვებ შენს ახალ გზაზე და გეხუტები კაპიტანო!"

უნაი ემერი: "ინიესტა გლობალური მოთამაშეა. ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ მისი თამაშის ხილვა ცოცხლად შევძელით.
ის ბრწყინვალე მოთამაშეა და მისი ბურთთან ურთიერთობა ნამდვილი საოცრებაა.

სამწუხაროა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელისთვის კარიერა მხოლოდ 10, 15 ან 20 წელიწადს გრძელდება.

როდესაც მოედანზე მყოფ 22 მათამაშეს შორის ერთ-ერთი ინიესტაა, საოცრებებიც სწორედ მაშინ იწყება".

იკერ კასილასი: "შენს გვერდით ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი სიამოვნება იყო. ჩვენ ერთად მუნდიალი მოვიგეთ.

დიდი პატივისცემით! ცოხვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს გისურვებ".

სერხიო რამოსი: "მადლობა ანდრესინიო, მადლობა ინიესტა, შენ ძალიან დიდი ხარ!"

როგოროც მოგეხსენებათ, რამოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ინიესტა ოქროს ბურთს მარტივად მიიღებდა, თუ მისი სახელი ანდრესინიო იქნებოდა.

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ საკუთარ facebook-ის გვერდზე ინიესტას ფოტო მიუძღვნა, წარწერით - "დონ ანდრეს".

"დორტმუნდის" გერმანელმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ საკუთარი twitter-ის გვერდზე ინიესტას ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა - ჩემი კუმირი. ლეგენდა.  შემდეგ კი ინიესტას მოგებული ტიტულების ჩამონათვალი მოაყოლა.

ინიესტა გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის შემდეგ აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს

 

"ლაიპციგის" დანიელმა ფორვარდმა იუსუფ პოულსენმა" "ბარსას" ინიესტას შემცვლელი დაუსახელა:

"ახალი სეზონიდან "ბარსელონაში" ინიესტას პოზიცია გამოთავისუფლდება. არ მიკვირს, რომ კატალონიელებსა და ლონდონელებს ერიკსენის თაობაზე მოლაპარაკებები აქვთ. ის ერთადერთია, ვისაც ინიესტას შეცვლა შეუძლია.

ანდრეს ინიესტას წასვლა მსოფლიო ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკლისია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები