ეროვნული ლიგა: ლიდერის მარცხი 90-ე წუთზე - ''დინამო'' ''საბურთალოს'' გაუთანაბრდა
Aa
Aa

ეროვნული ლიგა: ლიდერის მარცხი 90-ე წუთზე - ''დინამო'' ''საბურთალოს'' გაუთანაბრდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპონატის, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ლიდერმა ''საბურთალომ'' 3 ქულა საჩხერის ''ჩიხურასთან'' გასვლით შეხვედრაში დაკარგა. თბილისის ''დინამომ'' საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა ფოთის ''კოლხეთი,'' ხოლო მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის ''ტორპედომ''''რამაზ შენგელიაზე'' 3:0 სძლია კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილ ბოლნისის ''სიონს.''

ლაკვეხელიანის პირველი საგოლე პასი - რეხვიაშვილის მეორე გოლი

ივანწმინდაში პირველი გოლი ''ჩიხურას'' კარში გავიდა. მე-60 წუთზე ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ფეხბურთელმა ლუკა ლაკვეხელიანმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი რეხვიაშვილმა ყველას დაასწრო და თავური დარტყმით ''საბურთალო'' დაწინაურდა. 30 წლის გიორგი რეხვიაშვილმა ეროვნული ლიგის მე-7 მატჩში მეორე გოლი შეაგდო. ამპლუით ცენტრალური მცველი თბილისურ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს.

გამორჩეული ირაკლი ბუღრიძე - ლექვთაძის პირველი გოლი

ირაკლი ბუღრიძე მიმდინარე სეზონშიშეუერთდა საჩხერის ''ჩიხურას'' და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ''საბურთალოსთან'' მატჩში 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 77-ე წუთზე მის გარღვევას მოყვა ირაკლი ლექვთაძის გოლი. მარჯვენა ფლანგზე ბუღრიძემ ლაკვეხელიანსა და მამუჩაშვილს აჯობა, რეხვიაშვილთან ორთაბრძოლის შემდეგ ბურთი ირაკლი ლექვთაძეს მიუვიდა და მან შანსი გამოიყენა. მიმდინარე სეზონში ირაკლი ლექვთაძემ პირველი გოლი თბილისურ კლუბს შეუგდო.

კახაბრიშვილის სადებიუტო გოლი - ''ჩიხურას'' დრამატული გამარჯვება

88-ე წუთზე თამაშში ჩაერთო კახა კახაბრიშვილი, რომელმაც 90-ე წუთზე ლევან კაკუბავას კარგი გადაცემის შემდეგ საჩხერული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო. ამ გოლმა ''ჩიხურას'' გამარჯვება მოიპოვა ლიდერთან, რომელმაც მერვე ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა, ეროვნული ლიგის გათამაშებას თბილისის ''დინამო'' და ''საბურთალო'' 18-18 ქულით ლიდერობენ.

 

საუკეთესო ოთარ კიტეიშვილი

აუტსაიდერ ფოთის ''კოლხეთთან'' შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა. ბომბარდირთა დავას ოთარ კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე და ''ჩიხურას'' ფორვარდი გიორგი გაბედავა ლიდერობენ. მათ ანგარიშზე 5 გოლია. გოლებისა და საგოლე პასების ერთობლივი რაოდენობით ოთარ კიტეიშვილი ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა. მან 5 გოლის გარდა 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

ხარაბაძის სადებიუტო გოლი

კიტეიშვილის დუბლის გარდა ''კოლხეთს'' თითო-თითო გოლი ბუდუ ზივზივაძემ და ლევან ხარაბაძემ გაუტანეს. ხარაბაძემ ''დინამოს'' მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. გოლის გარდა 19 წლის ლევან ხარაბაძემ ეროვნული ლიგის ხუთ შეხვედრაში 3 საგოლე პასი შეასრულა. მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ხარაბაძე თბილისის ''დინამოს'' ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხარაბაძე ეროვნული ლიგის აღმოჩენაა.

საჩხერის ჩიხურა - საბურთალო 2:1 (0:0)

27 აპრილი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, ლექვთაძე (კახაბრიშვილი 88), კაკუბავა, მეგრელიშვილის, დობროვოლსკი (კ) (ჩიხლაძე 65), ბუხაიძე (ბუღრიძე 65), გაბედავა. 

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე. 

თბილისის საბურთალო: კუპატაძე (კ), მარგველაშვილი, იაშვილი, რეხვიაშვილი, გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, კოხრეიძე (გოშთელიანი 70), ლაკვეხელიანი, ტატანაშვილი (გონსალვესი 60), ტერა, დიასამიძე (ნადარაია 80). 

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

გოლები: 0:1 რეხვიაშვილი (60), 1:1 ლექვთაძე (77), 2:1 კახაბრიშვილი (90)

გაფრთხილებები: მირცხულავა (26), კოხრეიძე (34), მარგველაშვილი (64) 

მთავარი მსაჯი:გ. კიკაჩეიშვილი

 

 

თბილისის დინამო  - ფოთის კოლხეთი 4:1 (2:0)

27 აპრილი,  “დინამო არენა“

თბილისის დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ნინუა (დარცმელია 87), ივანისენია (ქოჩლაძე 75), კიტეიშვილი, შულაია, ივანიშვილი, ზივზივაძე (ბაბუნაძე 82)

 მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ფოთის კოლხეთი: პოლტავცევი, გოგონაია, პონომარიოვი, დანილოვი, მიხაილოვი, ჯიმშელეიშვილი, კაბორე (კაკულია 46), ჭეიშვილი, გოგბერაშვილი (კვერნაძე 85), ტყემალაძე, კვასოვი (იმნაძე 53)

 მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

 გოლები: 1:0 ზივზივაძე (13), 2:0 კიტეიშვილი (39 პენ), 3:0 კიტეიშვილი (47), 3:1 გოგონაია (81), 4:1 ხარაბაძე (85)

 გაფრთხილება: გოგბერაშვილი (28), ნინუა (32), გოგონაია (47), დანილოვი (53)

 მთავარი მსაჯი: გ.ავაზაშვილი

 54-ე წუთზე ზივზივაძემ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეკარემ მოიგერია)

 

ქუთაისის ტორპედო - ბოლნისის სიონი 3:0 (1:0)

27 აპრილი, , "რამაზ შენგელია"

ქუთაისის ტორპედო: კვასხვაძე, გრიგალაშვილი(ტაბატაძე 46), ხურცილავა, გურული, ქიმაძე, წიქარიძე(ჭიჭინაძე 71), კუხიანიძე, კუტალია, მამასახლისი, დოლიძე, ლიპარტია(კუჭუხიძე 67)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ბოლნისის სიონი: ზარქუა, ალექსანდრე გურეშიძე, ნოზაძე, ქიქავა, სიხარულია, კოშკაძე(ხმალაძე 67), დვალი(ბერიაშვილი 67), მანაგაძე(მანაგაძე 56), მიქაბერიძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლი: 1:0 ალექსანდრე გურეშიძე(ავტოგოლი 16), 2:0 კუტალია(50), 3:0 წიქარიძე(52)

მთავარი მსაჯი: ჯ.ხორავა

 

ფოტო: fcdinamo.ge, eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები