სალაჰი, მანე, ფირმინო -
Aa
Aa

სალაჰი, მანე, ფირმინო - "ლივერპულის" შეუჩერებელი ტრიო!

მოჰამედ სალაჰის, რობერტო ფირმინოს და სადიო მანეს ტრიოს ჯერჯერობით “MSN“-ის (მესი, სუარესი, ნეიმარი) ან „BBC“-ის (ბეილი, ბენზემა, კრიშტიანუ) მსგავსი ზედმეტსახელი არ აქვს, თუმცა საუკეთესო შეტევის ხაზის ჩამოყალიბებაში ეს მათ ხელს სულაც არ უშლის.

სამშაბათს ლივერპულელებმა „რომა“ გაანადგურეს და კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ მათ წინააღმდეგ ნებისმიერ დაცვის ხაზს სერიოზული პრობლემები უჩნდება.

„მერსისაიდელებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდს მინიმუმ 5 გოლი გაუტანეს, რაც დიდწილად სწორედ შემტევი ტრიოს დამსახურებაა.

მოჰამედ სალაჰი - ცრუ ვინგერი

„ლივერპულის“ სათამაშო სქემის განხილვისას ექსპერტთა უმრავლესობა სალაჰს მარჯვენა ვინგერად მოაიზრებს, ხოლო ცენტრ ფორვარდად რობერტო ფირმინოს აყენებს. კლოპის მატჩისწინა ტაქტიკებშიც ზუსტად ასეთი განლაგებაა, რომლის მიხედვითაც მოჰამედი მარჯვენა ფლანგს მიმაგრებული ფეხბურთელი უნდა იყოს, ხოლო ცენტრფორვარდად ფირმინო თამაშობდეს. მაგრამ ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება.

სალაჰი ფეხბურთის ისტორიაში ცრუ ვინგერის საუკეთესო მაგალითია. ეგვიპტელი ნომინალურად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოქმედებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოედნის ცენტრისკენ გადაადგილდება და უმეტესწილად ფირმინოზე წინ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკურ სქემაში სალაჰი მარჯვენა ფლანგზეა გამწესებული, მატჩისას იგი ცენტრალური თავდამსხმელის როლს ასრულებს.

 

„რომასთან“ ორივე გატანილი გოლისას, ბურთი მოედნის ცენტრში რობერტო ფირმინოს აქვს, ხოლო სალაჰი საჯარიმოსთან უკეთესი პოზიციის მოპოვებისთვის იბრძვის. მოჰამედი, როგორც ნამდვილი ცენტრალური თავდამსხმელი ისე მოქმედებს და გოლის გასატანად ხელსაყრელ პოზიციებს ეძებს.

რაც შეეხება მესამე გოლს სალაჰი აქაც „ლივერის“ რიგებში ყველაზე წინ წაწეული ფეხბურთელი იყო და ეგვიპტელს სანესთვის საგოლე გადაცემის გაკეთება არ გასჭირვებია.

მატჩის წინ მწვრთნელები ოპონენტებს ხშირად აოცებენ, თუმცა კლოპის ნახევარფინალური სქემა გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. გერმანელმა „ლივერპული“ „ვესტ ბრომვიჩთანაც“ იგივე ტაქტიკით ათამაშა და „ალბიონთან“ რიგ მომენტებში მოჰამედი კვლავ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილეთ.

 

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სალაჰისთვის მატჩის მარჯვენა ფლანგზე დაწყება არაფერს ნიშნავს და იგი ხშირად სწორედ ცენტრალური თავდამსხმელად გვევლინება.

რობერტო ფირმინო ლეო მესის როლში

სეზონის დასაწყისში იურგენ კლოპმა ფირმინოს მსოფლიო დონის ფეხბურთელი უწოდა, თუმცა მაშინ ეს ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავდა ვიდრე რეალობას. თუმცა წლევანდელ სეზონში ბრაზილიელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია.

„ლივერპულის“ 26 წლის თავდამსხმელი გუნდის შესანიშნავი თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. მას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი, რაც სალაჰთან ერთად გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქვე აღსანიშნავია, რომ ფირმინოს თავდამსხმელებს შორის ყველაზე მეტი ვარდნა აქვს განხორციელებული - 15.

ფირმინო ხშირად უკან იხევს და ბურთს მოედნის ცენტრთან იღებს, რის შემდეგაც გუნდელებს საგოლე გადაცემებით ამარაგებს. ბრაზილიელი ლეო მესის მაგალითს მიყვება, რომელიც ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშობდა. არგენტინელი მატჩს ცენტრფორვარდის პოზიციაზე იწყებდა და შეხვედრის მსვლელობისას ხშირად უკან ჩამოდიოდა, რათა ბურთი უკეთ გაენაწილებინა და მეტოქე გუნდის კართან მეტი სახიფათო მომენტი შეექმნა. „რომასთან“ მატჩში რობერტომ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო და რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ საგოლე გადაცემა მოჰამედ სალაჰს გაუკეთა.

სადიო მანე - დავიწყებული ვარსკლავი, რომელიც კლოპის სქემაში უდიდეს როლს თამაშობს

შარშანდელ სეზონში სადიო მანე „ლივერპულის“ ვარსკლავი იყო. თუმცა წელს სალაჰმა და ფირმინომ მისი დაჩრდილვა მოახერხეს. მიუხედავად ამისა სენეგალელი კლოპის სათამაშო სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

რინგო სტარს, როგორც დრამერს, ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ მის გარეშე „ბითლზი“ აბსოლუტურად სხვა ჯგუფი იყო. სიმბოლურია, რომ დღესდღეობით „ლივერპულშიც“ მსგავსი სიტუაციაა. რინგო სტარმა თავისი სიძლიერე “Tomorrow never knows”-ში დაამტკიცა, სანე კი საკუთარ მნიშვნელობას მატჩიდან მატჩამდე საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებით ამტკიცებს.

ლივერის" შემტევი ტრიო

ევროპის მასშტაბით იურგენ კლოპმა ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო ჩამოაყალიბა. როგორც უკვე აღვნიშნეთ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი მათი პოზიციის შერჩევის უნიკალური უნარია. თითოეულ მათგანს კონკრეტული სიტუაცია იდეალურად ესმის და ზუსტად იცის მეტოქის კართან საფრთხის შესაქმნელად რა უნდა მოიმოქმედოს. ამის ნათელი მაგალითი იტალიელების კარში გატანილი მესამე გოლია, სადაც მარჯვენა ფლანგზე გახსნილ სალაჰს შეტევის საჯარიმოში გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს - მანე და ფირმინო, საბოლოოდ პირველ შემთხვევაში სენეგალელმა გაიტანა, ხოლო თითქმის იდენტურ სიტუაციაში მეოთხე გოლი ფირმინომ ჩაიწერა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები