Aa
Aa

"მთავარი პრობლემა მისი კონტრაქტია" - კოულმენს როდველის მოშორება სურს

კრის კოულმენმა განაცხადა რომ მას სანდერლენდის ნახევარმცველის ჯეკ როდველის ადგილსამყოფელის შესახებ წარმოდგენა არ აქვს.

27 წლის ფეხბურთელი „სტედიუმ ოფ ლაითზე“ ნოემბერში მივიდა და კვირაში ხელფასის სახით 73000 ფუნტს იღებს. მიუხედავად ამისა „შავი კატების“ თავკაცს იგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არცერთხელ გაუმწესებია და გადაწყვეტილება არც სეზონის დარჩენილ ორ შეხვედრაში შეიცვლება.

ჟურნალისტებთან საუბრისას „სანდერლენდის“ მწვრთნელმა განაცხადა:

 

სიმართლე გითხრათ წარმოდგენა არ მაქვს ჯეკი სადაა. ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის სულ მცირე შანსიც რომ ჰქონდეს დარწმუნებული ვარ იგი მზად ამისთვისაც არ იქნებოდა“.

როგორც მოგვიანებით გაირკვა კოულმანმა ჯეკის შესახებ ყველაფერი იცოდა და ამ კომენტარით უბრალოდ ნახევარმცველს მიანიშნა, რომ იგი გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.როდველი 23 წლამდელებთან ვარჯიშობს და ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა რომ სათამაშოდ 100 პროცენტით მზადაა.

როდველს სანდერლენდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, გამომდინარე იქიდან, რომ „შავი კატები“ ლიგა ერთში გავარდნენ მისი ხელფასი 44000 ფუნტამდე დაიკლებს. აღსანიშნავია, რომ გუნდში დარჩენის შემთხვევაში ჯეკი ლიგა ერთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

კოულმენი ფინანსურ საკითხებსაც შეეხო და განაცხადა:

 

“მთავარი პრობლემა მისი კონტრაქტია. ჩვენ გუნდში გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც აქ ყოფნა არ უნდა და არანორმალურ ჰონორარს იღებს. კონტრაქტის შეწყვეტას ვგეგმავთ და იმედია ფორმალურ საკითხებსაც მალე მოვაგვარებთ“.

როდუელი, რომელიც სიტიდან „სანდერლენდმა“ 10 მილიონ ფუნტად შეიძინა მზადაა ხელფასი დაიკლოს და საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში კლუბიც დატოვოს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები