ლუის ვან გაალი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება
Aa
Aa

ლუის ვან გაალი სამწვრთნელო კარიერას უბრუნდება

”მანჩესტერ იუნაიტედის’’ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის თქმით მას სამწვრთნელო კარიერის განახლება შესთავაზეს. 2016 წელს “წითელი ეშმაკების’’ დატოვების შემდეგ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჰოლანდიელი შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს საყვარელ საქმეს. ვან გაალი ჰოლანდიურ სატელევიზიო არხ Ziggo-ს ესაუბრა.

 

“მე მივიღე შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ შემიძლია. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით. თუ ივლისში ან აგვისტოში სამწვრთნელო პროფესიას არ დავუბრუნდები, ეს ნამდვილად  კარიერის დასრულებას ნიშნავს.’’

მანჩესტერ იუნაიტედის დატოვების შემდეგ ვან გაალს ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა შესთავაზეს, თუმცა მან უარით უპასუხა. ამ თემაზე ჰოლანდიის ეროვნული გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გაზეთ De Volkskrant-თან გააკეთა კომენტარი.

 

“ ბელგიის ეროვნული გუნდის ჩაბარება დიდებული იქნებოდა, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედან წამოსვლის შემდეგ გაბრაზებული და აღშფოთებული ვიყავი, მაშინ მხოლოდ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი.

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ გუნდი მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობდა, რაც ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენი არ ყოფილა. როდესაც ვხვდებოდი რომ  ავტორიტეტს ვკარგავდი და ფეხბურთელები აღარ მენდობოდნენ, ეს ნიშნავდა რომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა მომიწევდა, თუმცა მე ყოველთვის მქონდა ჩემი სამწვრთნელო ხედვა და მას ვერ ვერასდროს გადავუხვევდი.’’

შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გაალი მანჩესტერ იუნაიტედს 2014-დან 2016 წლამდე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ ერთი ტიტული ასოციაციის თასი მოიგო, პირველ სეზონში პრემიერლიგა მეოთხეზე, მეორე სეზონში  კი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები