ჯოშუა vs უაილდერი! ამერიკელის წინადადება და გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული 48 საათი
Aa
Aa

ჯოშუა vs უაილდერი! ამერიკელის წინადადება და გადაწყვეტილების მისაღებად მიცემული 48 საათი

ჯოშუა vs უაილდერი! ამერიკელის წინადადება და გადაწყვიტელების მისაღებად მიცემული 48 საათი. უაილდერმა შეთავაზება „ინსტაგრამზეც“ გააკეთა, რაზეც ჯოშუამ მაშინვე უპასუხა და განაცხადა, რომ 50 მილიონი დოლარის მიღების შემთხვევაში ბრძოლის გამართვაზე თანახმა იყო.

ჯოშუას მწვრთნელმა, რობ მაკრაკენმა და პრომოუტერმა, ედი ჰერნმა წერილი უაილდერის პერსონალური ელექტრონული ფოსტიდან მიიღეს. ხოლო მოგვიანებით დეონტეის პრომოუტერმა შელი ფრენკმა აღნიშნული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა.

"Sky Sports"-თან ინტერვიუში ფინკელმა განაცხადა:“ჩვენ გვინდა, რომ ჯოშუას შემდეგი ბრძოლა დეონტეისთან გაიმართოს. ბრიტანელს 50 მილიონიანი შეთავაზება გავუკეთეთ და თუ ენტონი დათანხმდება მაშინ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო დაპირისპირებას ვიხილავთ“

Sky Sports-თან ინტერვიუში ფინკელმა განაცხადა:“ჩვენ გვინდა, რომ ჯოშუას შემდეგი ბრძოლა დეონტეისთან გაიმართოს. ბრიტანელს 50 მილიონიანი შეთავაზება გავუკეთეთ და თუ ენტონი დათანხმდება მაშინ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო დაპირისპირებას ვიხილავთ“

„ჯოშუამ თქვა: მომეცით 50 მილიონი და დეონტეის მეორე დღესვე ვეჩხუბები, ასე რომ მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს“.

უაილდერის წინადადება მის გუნდს ადგილმდებარეობის არჩევის საშუალებას აძლევს, თუმცა ფინკელმა განაცხადა, რომ ბრძოლის ამერიკაში გამართვა მათთვის აუცილებელი არაა.

ჯოშუას პრომოუტერმა, ედი ჰირნმა თავდაპირველად უაილდერის წინადადებას პიარისთვის განკუთნილი ხრიკი უწოდა, თუმცა მზადაა დეონტეის გუნდთან შეხვედრის შემდეგ ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილოს.

„ჩვენ დეონტეის გუნდისგან ელექტრონული წერილი მივიღეთ, სადაც შემოსავლის 50-50-ზე გაყოფა და გარანტირებული 50 მილიონი შემოგვთავაზეს. როგორც ჩანს ყველაფერი სერიოზულადაა, ისინი წერილობით თანხმობას ხვალ საღამომდე ითხოვენ“.

„მიუხედავად დეონტეის დიდი პატივისცემისა არ მგონია, მას 50 მილიონი ჰქონდეს. თუ ისინი ოფიციალურ დოკუმენტებს და კონტრაქტს გამოგვიგზავნიან და დაგვარწმუნებენ, რომ შემოთავაზებულ თანხას ნამდვილად მივიღებთ წინადადებას მაშინვე დავთანხმდებით“.

„შეხვედრა პარასკევს გაიმართება და ვნახოთ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, ლენოქს ლუისის შემდეგ პირველ დაუმარცხებელ მძიმეწონოსან ჩემპიონს ვიხილავთ, რომელსაც მოგებული ყველა კატეგორიის ქამარი ექნება.

მეორე მხრივ საინტერესოა, რატომ უნდა დათანხმდეს 3 ტიტულის მფლობელი ჯოშუა შემოსავლის 50-50-ზე გაყოფას და უაილდერთან დაპირისპირებას. თან ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ბრიტანელის შტაბში გარანტირებული 50 მილიონის არსებობის არავის სჯერა.

საინტერესოა, რომ ჯოშუას სავარაუდო მეტოქედ ალექსანდრ პოვეტკინიც განიხილება, ხოლო ფინკელმა უაილდერის მომავალ მოწინააღმდეგედ დომინიკ ბრეაზილის კანდიდატურის შესახებ გავრცელებული ჭორები კატეგორიულად უარყო.

ცხელი ამბები